პოლ ვერლენი – „ეპიზოდი”
ანისის არომატის მქონე ალკოჰოლური სასმელის – აბსენტის დიდი მოყვარულები გახლდნენ ფრანგული პოეზიის ისეთი გიგანტები,როგორებიც იყვნენ – შარლ პიერ ბოდლერი და ჟან ნიკოლა არტურ რემბო. (ავტორი გენია.ჯი) „მე მას ვსვამ შაქრით!” – ეს სიტყვები კი ეკუთვნის იმ ადამიანს,რომელსაც ბოდლერისა და რემბოს მსგავსად, და მათზე გაცილებით ძლიერადაც უყვარდა აბსენტი.ამ ადამიანის სახელი გახლავთ – პოლ ვერლენი (1844-1896 წლები).ფრანგული პოეზიის კიდევ ერთი დიდი გურუ,რომლისთვისაც დებოშის მოწყობა ერთ-ერთ დამახასიათებელ თვისებას წარმოადგენდა.იგი აბსენტით იყო უგონოდ მთვრალი მაშინ,როდესაც განრისხებულმა არტურ რემბო იარაღის გამოყენებით დაჭრა მკლავში.ამ ინციდენტისათვის ვერლენს ციხის კედლებში ორი წლის გატარება მოუხდა.სიცოცხლის უკანასკნელ ჟამს ყველასაგან მიტოვებულმა და უკიდურეს სიღატაკეში ჩავარდნილმა ფრანგულ ლიტერატურაში იმპრესინიზმისა და სიმბოლიზმის ფუძემდებელმა ყველა ძველ თვისებაზე თქვა უარი,გარდა აბსენტით სარგებლობისა.ზოგიერთი ავტორი იმასაც კი ირწმუნება,ვერლენი აბსენტს სვამდა იმ დროს,როდესაც კვდებოდაო. – (ავტორი გენია.ჯი)