მყრალი კომბოსტო
მყრალი კომბოსტო (იგივე – სიმპლოკარპუს ფოეტიდუსი) – წარმოადგენს სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე განთავსებულ ჭაობებში გავრცელებულ უჩვეულო ფორმისა და მისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეს. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ ეს უნიკალური მცენარე საკუთარი სხეულის ტემპერატურის – 15-35 გრადუს-ცელსიუსის შენარჩუნებას ახერხებს.ასეთი იშვიათი შესაძლებლობის გამო კი,მყრალი კომბოსტო გაზაფხულზე ყველაზე ადრეულ პერიოდში იღვიძებს.იგი იღვიძებს იმ დროსაც კი,როდესაც მიწაზე ჯერ კიდევ თოვლი დევს.შესაბამისად,გაზაფხულის სხვა ყვავილებთან შედარებით,იგი ყველაზე ადრე იწყებს გაფოთლიანებასა და ყვავილობას.ადრეულ გაზაფხულზე აყვავებული მყრალი კომბოსტოს ფოთლების საშუალო სიგრძე 40-55 სანტიმეტრია.მისი ყვავილი ისეთივე საშინელ და მყრალ სუნს გამოსცემს,როგორსაც კვერნისებრთა ოჯახის მტაცებელი ძუძუმწოვრი – მყრალა გამოსცემს მოსალოდნელი საფრთხის დროს.ამიტომაც უწოდეს აღნიშნულ მცენარეს – მყრალი კომბოსტო.ნიშანდობლივია ისიც,რომ მყრალი კომბოსტო იზრდება არა იმდენად მიწის ზემოთ,რამდენადაც მიწის სიღრმეში.შესაბამისად,გააჩნიათ მიწაში ერთობ ღრმად გადგმული ფესვები.გარდა ამისა,მყრალი კომბოსტო შხამიანიცაა,რადგან იგი შეიცავს ისეთ მომწამლავ ნივთიერებას,როგორიცაა – კალციუმის ოქსალატი.მიუხედავად ამისა,ადგილობრივები მცენარის ნაყოფის ზოგიერთ ნაწილს მაინც გამოიყენებენ საკვებად. – (ავტორი გენია.ჯი)