დოროთი პარკერი – „ეპიზოდი”
ცნობილია,რომ თვითმკვლელობის მანიით შეპყრობილმა ებრაული წარმომავლობის მქონე სახელოვანმა ამერიკელმა მწერალმა და პოეტმა ქალმა – დოროთი პარკერმა (1893-1967 წლები) თავისი ქონება სრულიად უანგაროდ უანდრძა იმ ადამიანს,რომელსაც ერთხელაც კი არ შეხვედრია მისი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში. (ავტორი გენია.ჯი) ჰოლივუდის მიერ „შავ სიაში” შეყვანილმა ლიტერატორმა მთელი თავისი ავლადიდება რასიზმის არაძალისმიერი წინააღმდეგობის თვალსაჩინო ამერიკელ ლიდერს – მარტინ ლუთერ კინგს უანდერძა.თუმცა-კი მას ანდერძში არ მიუთითებია,თუ სად უნდა დაეკრძალათ მისი ფერფლი.სწორედ ამის შედეგი გახლდათ ის,რომ 1967 წელს გარდაცვლილი პარკერის ფერფრლი 1973 წლამდე ინახებოდა კრემატორიუმში. 1973 წლიდან 1988 წლამდე დოროთის ფერფლიანი ურნა მისივე ადვოკატის კარადაში იყო განთავსებული.მხოლოდ 1988 წელს,დოროთის გარდაცვალებიდან 21 წლის გასვლის შემდგომ, „ფერადკანიანი მოსახლეობის პროგრესის ეროვნული ასოციაციის” უშუალო ჩარევის შედეგად,ამერიკელმა ლიტერატორმა ქალმა ჰპოვა უკანასკნელი განსასვენებელი ბალტიმორში.მისი საფლავის ქვაზე კი შემდეგი სახის ეპიტაფიაა ამოკვეთილი: „ოჰ,აპატიეთ ჩემს ფერფლს”. – (ავტორი გენია.ჯი)