იცით თუ არა,რომ
1. იმ შემთხვევაში,თუკი პაკისტანის ისლამურ რესპუბლიკაში მოსწავლე გაკვეთილზე დააგვიანებს,სასჯელის სახით მას სრული 8 საათის განმავლობაში მუსულმანთა წმინდა წიგნის – „ყურანის” წაკითხვა ეკისრება. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ესპანეთის ავტონომიური რესპუბლიკის – კატალონიის არაოფიციალურ სიმბოლოებს – ვირი და კატა წარმოადგენენ.
* * *
3. ზღვის კუს ცურვის დროს – 35 კილომეტრ-საათი სისწრაფის განვითარება შეუძლია.
* * *
4. სამხრეთ პოლუსზე პოლარული ღამე – 120 დღის განმავლობაში გრძელდება.
* * *
5. ამერიკის შეერთებულ შტატებში 1878 წლის 21 თებერვალს გამოიცა მსოფლიოში პირველი სატელეფონო წიგნი,რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ერთი ფურცლისაგან შედგებოდა.პირველ სატელეფონო წიგნში სულ რაღაც 50 აბონენტი იყო აღრიცხული. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. მედიკოსთა მტკიცებით,ადამიანის თვალი,რომლის დიამეტრი ორ-ნახევარი სანტიმეტრის ექვივალენტია, - 8 გრამს იწონის.
* * *
7. ავაზა – კატისებრთა ოჯახის ერთადერთი წარმომადგენელია,რომელსაც ბრჭყალების დამალვა არ შეუძლია.
* * *
8. ჟირაფის ენა შავი ფერისაა.
* * *
9. სტატისტიკოსთა მონაცემების თანახმად,ევროპის ტერიტორიაზე დღეისათვის 12 მილიონი ბოშა ცხოვრობს.
* * *
10. მეთხუთმეტე საუკუნის რიგ ევროპულ ქვეყნებში გოგონები ლურჯ კაბებს ატარებდნენ,რაც იმის მაუწყებელი იყო,რომ ისინი მზად იყვნენ დასაოჯახებლად. – (ავტორი გენია.ჯი)