რამდენიმე ფაქტი ხურმის შესახებ…
აბანოზისებრთა ოჯახის ერთ-ერთმა უნიკალურმა სუბტროპიკულმა და ტროპიკულმა მარადმწვანე მცენარემ – ხურმამ მსოფლიოს მასშტაბით გავრცელება სავარაუდოდ,უძველესი ეპოქების ჩინეთიდან,კერძოდ კი ჩინეთის ჩრდილოეთიდან დაიწყო.
* * *
სიტყვა – ხურმა,ლათინური წარმომავლობის მქონე სიტყვაა და – „ღმერთების საკვებს” აღნიშნავს (მოიხსენიებენ ასევე,როგორც – „ზამთრის ალუბალი”). – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
დღეისათვის ბუნებაში 725 სახეობის ხურმაა გავრცელებული.გულისა და სახსრების დაავადებების ეს უებარი სამკურნალო მცენარე,რომლის ნაყოფი განსაკუთრებით მდიდარია მაგნიუმით,შესანიშნავ ანტიდეპრესანტსაც წარმოადგენს.გარდა ამისა,ცნობილია ისიც,რომ ხურმა ორჯერ უფრო მდიდარია ვაშლზე ვიტამინების რაოდენობით.
* * *
მსოფლიოს სხვადასხვა ხალხებში ხურმას მხოლოდ ხილის დანიშნულება არ გააჩნია.მაგალიტად,იაპონიაში „ღმერთების საკვები” – გამარჯვებასთან სიმბოლირდება; აღმოსავლეთის ხალხებში იგი – სიბრძნესთან იგივდება; არაბებისა და სპარსების უძველესი ფოლკლორი კი გვამცნობდა,რომ ხურმის ტოტებზე ჯინები ცხოვრობდნენ.
* * *
ამერიკის კონტინენტზე ხურმა პირველად 1855 წელს იქნა შეტანილი იაპონიიდან ამერიკელი ადმირალის – მეტიუ პერის მიერ.
* * *
ყველაზე გავრცელებული ხურმის სახეობას – „იაპონური ხურმა” წარმოადგენს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
კორეელები ხურმას დიზენტერიისა და ბრონქების სამკურნალოდ გამოიყენებენ.ჩინეთსა და იაპონიაში ამ უნიკალური მცენარის ნაყოფს ატეროსკლეროზის განსაკურნავად მოიხმარენ.ტაილანდში კი ხურმის გამოყენებით ნაწლავებიდან ჭიებს დენიან.
* * *
აღმოსავლელი მედიკოსები ანემიით დაავადებულ ხანდაზმულ ადამიანებს ხურმის ხის გამხმარი ფოთლებისაგან დამზადებული ჩაის დალევას ურჩევენ.
* * *
ჩვენდა საბედნიეროდ,ხურმის მრავალი ჯიში საქართველოშიც ფართოდაა გავრცელებული.ქართველი და ზოგადად რომ ვთქვათ,კავკასიელი ხალხი დარწმუნებული იყო,რომ ხურმის ნაყოფს ოჯახისათვის ბედნიერი ცხოვრების,ხოლო ადამიანებისათვის კი სილამაზის მინიჭება შეეძლო.ხურმა იმდენად მნიშვნელოვანი მცენარე იყო კავკასიელი ხალხისათვის,რომ მის შესახებ უძველეს ეპოქაში ლეგენდაც კი არის შეთხზული:
„ერთ-ერთ კავკასიურ სოფელში მაცხოვრებელ დედას სამი ქალიშვილი ჰყავდა,თუმცა სამივე მათგანი ერთმანეთზე უარესი შეხედულებით გამოირჩეოდნენ.შვილების სიმახინჯით სასოწარკვეთილი დედა მთელ დღეეს ტირილსა და ვარამში ატარებდა.გოგონებს არა მხოლოდ ცოლად არ ირთავდნენ ვაჟები,არამედ არც კი იხედებოდნენ მათკენ.ერთ საღამოს უბედურმა დედამ ერთობ უცნაური სიზმარი ნახა: მასთან მშვენიერი აღნაგობის ქალი (ხის სული) მივიდა,ხურმის ნაყოფი გაუწოდა და უთხრა,რომ სწორედ ამ ხის ნაყოფი იხსნიდა მის გოგონებს გასაჭირიდან. (ავტორი გენია.ჯი) ახლადგაღვიძებულმა და გონზე მოსულმა ქალმა უმალვე ეზოში გავიდა და ხურმის ხეზე სამი ხურმის ნაყოფი შეამჩნია.გახარებულმა ქალმა რამდენიმე ხნის განმავლობაში თავის გოგონებს მცირე ნაჭრებად დაჭრილი ხურმით დაუწყო კვება.მოხდა მართლაც საოცრება: გოგონები თვალსა და ხელს შუა ისე გალამაზდნენ,რომ მათ სახელი მთელ მხარეში გაუვარდათ.შესაბამისად,მომრავლდნენ სასიძოებიც.საბოლოო ჯამში ისინი დაქორწინდნენ და ბედნიერად განაგრძეს ცხოვრება.დედა კი სიკვდილამდე სათუთად უვლიდა ეზოში მდგომ ხურმის ხეს”. – (ავტორი გენია.ჯი)