თედორე I – „ეპიზოდი”
გაერთიანებული რუსეთის პირველი მეფე – ივანე IV მრისხანე თავისი მესამე ვაჟის შესახებ ამბობდა,რომ თედორეს ხასიათიდან და თვისებებიდან გამომდინარე მას ბერის სენაკი უფრო შეეფერებოდა,ვიდრე სახელმწიფო ძალაუფლების ხელში აღება. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,რუსეთის სამეფო ტახტზე მაინც გონებასუსტი და ჯანმრთელობაშერყეული თედორე (1557-1598 წლები) - თედორე I-ის სახელწოდებით ავიდა.მე არ შევუდგები მისი მმართველობის სტილის აღწერას,თუმცა შევნიშნავ,რომ სახელმწიფო გადაწყვეტილებებს იმ პერიოდში მისი ცოლისძმა – ბორის გოდუნოვი იღებდა და არა მეფე. 1594 წელს თედორეს თავს დიდი ტრაგედია დაატყდა.მან სულ რაღაც ცხრა თვის ასაკში დაკარგა თავისი უსაყვარლესი ასული – თეოდოსია.ამ თავზარდამცემმა ტრაგედიამ ისედაც გონებასუსტ თედორეს ფსიქიკაზე კიდევ უფრო უარყოფითი გავლენა იქონია.სწორედ თეოდოსიას გარდაცვალების შემდგომ დაიწყო მეფემ მთელი რუსეთის მასშტაბით მოგზაურობა და რაც საყურადღებოა გახლავთ ის,რომ ამ ხანგრძლივი ვოიაჟის დროს,სადაც კი მონარქს ეკლესიის სამრეკლო შეხვდებოდა,უცილობლად ჩერდებოდა იქ ამალასთან ერთად და სასოწარკვეთილი თავად რეკდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში საეკლესიო ზარებს. – (ავტორი გენია.ჯი)