ფიდელ კასტრო – „ეპიზოდი”
რამდენიმე წყაროს მტკიცებით, „ცივი ომის” მიმდინარეობის წლებში ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) სერიოზულად განიხილავდა კუბის რევოლუციისა და ქვეყნის მეთაურის - ფიდელ კასტროს (1926-2016 წლები) წინააღმდეგ ერთობ უცნაური სახის მქონე სპეცოპერაციის ჩატარებას. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ცნობილია,კასტროსათვის ყველაზე დამახასიათებელ ფიზიკურ ნიშანს – წვერის ტარება წარმოადგენდა.ამ თვისების გამო მას თანამებრძოლები „ბარბადოსის” ანუ „წვეროსანის” მეტსახელითაც მოიხსენიებდნენ.ერთ დღეს ფიდელმა მისთვის დამახასიათებელი წვერის შესახებ შემდეგი სახის განცხადება გააკეთა: „თუკი ყოველდღე 15 წუთ ეკონომიას გააკეთებთ წვერის გაპარსვაზე,თქვენ მიიღებთ წელიწადში ათ დღეს,რომელიც შეგიძლიათ მიუძღვნათ სამუშაოს, კითხვას, სპორტს, ერთი სიტყვით – რაც გსურთ იმას. გარდა დროისა, თქვენ ეკონომიას გაუკეთებთ სამართებელს, საპონს და ცხელ წყალს!”
CIA-ს მიერ დაგეგმილი უცნაური სახის,თუმცა-კი ხალხის ფართო მასებზე გათვლილი სპეცოპერაციის არსი მდგომარეობდა იმაში,რომ კასტროს მისთვის ყველაზე დამახასიათებელი ფიზიკური ნიშანი – წვერი უნდა „დაეკარგა”.ამ მიზნის მიღწევის ერთ-ერთ საშუალებად კი ისეთი უაღრესად მომწავლელი ქიმიური ნივთიერება განიხილებოდა, როგორიც გახლავთ – თალიუმის მარილები. CIA იმედოვნებდა,რომ ამ მეთოდით კუბელ ხალხში მათი ბელადის – ფიდელ კასტროს დისკრედიტაციას მიაღწევდა.საბოლოო ჯამში,ეს ოპერაცია რამდენიმე მიზეზის გამო ვერ განხორციელდა.
ფიდელი წვერს სიკვდილამდე ატარებდა,თუმცაღა კი თავისი ცხოვრების ადრეულ ეტაპზე ამბობდა: „წვერს მხოლოდ მაშინ გავიპარსავ,როდესაც რევოლუცია საბოლოო გამარჯვებას მიაღწევსო”.როგორც ჩანს,კასტრო ფიქრობდა,რომ რევოლუციას საბოლოო გამარჯვებამდე ჯერ კიდევ არ მიუღწევიაო. – (ავტორი გენია.ჯი)