ჩრდილოეთ კორეა – „ეპიზოდი”
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ სახელმწიფოში – კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში,იგივე – ჩრდილოეთ კორეაში,ოფიციალური მონაცემების თანახმად,ბინების ყიდვა-გაყიდვა შეუძლებელ მოვლენას წარმოადგენს. (ავტორი გენია.ჯი) ამის უმთავრესი მიზეზი კი გახლავთ ის,რომ თითოეული ბინის განკარგავის უფლებით სახელმწიფო სარგებლობს.შესაბამისად,რომელიმე ჩრდილო კორეული სოფლიდან ქალაქში (განსაკუთრებით კი დედაქალაქში) საცხოვრებლად გადასვლა მოქალაქისათვის პრაქტიკულად შეუძლებელ მოვლენას წარმოადგენს.ასეთი პრივილეგიით ამ ოდიოზურ სახელმწიფოში მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში სარგებლობენ.მაგალითად იმ შემთხვევაში,როდესაც ამა თუ იმ მოქალაქეს ქვეყნის წინაშე რაიმე დამსახურება მიუძღვის.თუმცა-კი ჩრდილოეთ კორეაში ფეხი ფართოდ აქვს გადგმული ბინების ყიდვა-გაყიდვის „შავ ბაზარს”,რომელიც თავის მხრივ,იატაკქვეშეთში ფუნქციონირებს.ჩრდილო კორეულ „შავ ბაზარზე” ბინების საშუალო ფასი 70-90 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს და ეს მაშინ,როდესაც ქვეყნის თითოეული მოქალაქის საშუალო შემოსავალი სულ რაღაც – 4 ამერიკული დოლარია ყოველთვიურად. – (ავტორი გენია.ჯი)