შუმერი ქალების სამეტყველო ენა – „ეპიზოდი”
მესოპოტამიაში ძვ.წ.აღ-ით VI-III ათასწლეულებში არსებული უძველესი და უნიკალური ცივილიზაციის ხალხში – შუმერებში,მამაკაცისა და ქალის უფლებები კარდინალურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. (ავტორი გენია.ჯი) მათი ცხოვრების წესი და უფლებები იმდენად განსხვავებულნი იყვნენ,რომ შუმერმა ქალებმა ერთმანეთთან საკონტაქტოდ თავიანთი სამეტყველო ენაც კი შეიმუშავეს.როგორც ცნობილია,შუმერების ძირითად ენას – „ემეგირი” ანუ – „კეთილშობილი ენა” წარმოადგენდა,ხოლო შუმერი მანდილოსნების მიერ სპეციალურად შემუშავებულ ენას,რომელიც განსაკუთრებული დიალექტით იყო გამორჩეული და რომელიც „ემეგირიდან” აღებული რამდენიმე ხმოვნისაგან შედგებოდა, – „ემზალს” ანუ „ქალების ენას” უწოდებდნენ.სამწუხაროდ,თანამედროვე პერიოდში აღნიშნული ენის შესახებ ინფორმაცია ერთობ მწირია. – (ავტორი გენია.ჯი)