„წიგნის ბორბალი”
რამდენიმე საუკუნის წინათ მეცნიერებისა და სწავლულების სამუშაო კაბინეტები წარმოადგენდა ხელნაწერებითა და ფოლიანტებით (ძველი დროის სქელტანიანი წიგნები) დახუნძლულ ერთგვარ დაწესებულებას. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,რომ XVI საუკუნეში წიგნებს ძირითადად ხელით ამზადებდნენ და ისინი არა მხოლოდ დიდი მოცულობით,არამედ საკმაოდ დიდი ფასითაც გამოირჩეოდნენ.ერთ-ერთ ანგლოსაქსურ ენოვან დოკუმენტში ვკითხულობთ: „ეს წიგნი დამზადდა ოთხ კვირაში და ორმოცდაცამეტი შილინგი ღირს”. – თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას,რომ იმ პერიოდის ინგლისში დასაქმებული ადამიანის საშუალო წლიური ხელფასი ორმოცდაათი შილინგიც კი არ იყო,ადვილი წარმოსადგენი იქნება,რაოდენ ძვირად ფასობდა თითოეული ეგზემპლარი წიგნისა.შესაბამისად,ძვირადღირებული წიგნების ფლობის პრივილეგიით მხოლოდ მეფეები,არისტოკრატები და სასულიერო პირები სარგებლობდნენ მცირერიცხოვან სწავლულებთან ერთად.პირველთათვის კარგი ბიბლიოთეკის ფლობა მათივე პრესტიჟთან ასოცირდებოდა,ხოლო მეორეთათვის იგი უმნიშვნელოვანეს სამუშაო საშუალებას წარმოადგენდა.
იმისათვის,რომ მეცნიერებს რამდენიმე ხელნაწერთან ან წიგნთან ერთდროულად მუშაობა გამარტივებოდათ,სახელოვანმა იტალიელმა სამხედრო ინჟინერმა,მექანიკოსმა და ლეონარდო და ვინჩის ყოფილმა მოწაფემ – აგოსტინო რამელიმ (1531-1610 წლები) 1588 წელს გამოიგონა რთული კონსტრუქციის მქონე მოძრავი სამკითხველო მაგიდა,რომელსაც შემდგომ – „წიგნის ბორბალი” უწოდეს.მკითხველი ჯდებოდა სკამზე და ატრიალებდა კონსტრუქციას,რომლის დაფებზედაც მისთვის საჭირო რამდენიმე გადაშლილი წიგნი თუ ხელნაწერი იყო განთავსებული.გარდა ამისა, „სამკითხველო მაგიდას” გრავიტაციის ძალითაც შესწევდა ბრუნვა.დროთა განმავლობაში საფრანგეთის მეფის ანრი III დე ვალუას სამეფო კარის ინჟინრის მიერ გამოგონებულმა „წიგნის ბორბალმა” აქტუალურობა დაკარგა და დღეისათვის მათი ხილვა მხოლოდ მუზეუმებშია შესაძლებელი. – (ავტორი გენია.ჯი)
აგოსტინო რამელი
„წიგნის ბორბალი”