ჟან-ჟაკ რუსოს ნააზრევი…
„აჰ, უკეთუ ჩვენდა სახსნელად საჭიროა ტყუილი, მაშინ მშვიდობით, ჩვენ დავიღუპენით!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუკი მეფე სცენაზე მხიარულია – ყველანი იზიარებენ მის მხიარულებას და ცეკვავენ, და თუ მოწყენილია – ყველა ცდილობს მის გართობას და კვლავ ცეკვავენ. აღარ ვიცი, იქნებ სასახლის კარზე მიღებული იყოს კიდეც მეჯლისის გამართვა მეფეთა გასამხიარულებლად, როცა ისინი ვერ არიან კარგ გუნებაზე, მაგრამ აქ, თეატრში გაგიკვირდება ის ამბავი, თუ როგორი ურყევი სიმტკიცით ტკბებიან ისინი გავოტის მზერით და ისმენენ სიმღერებს მაშინ, როცა – სადღაც სცენის უკან – ზოგჯერ წყდება მათი გვირგვინის ანდა თავად მათი ბედ-იღბალი. ცეკვათათვის არსებობს კიდევ ბევრი სხვა საბაბიც – ცეკვა თან ახლავს ცხოვრების უაღრესად მნიშვნელოვან ამბებს. ცეკვავენ მღვდლები, ცეკვავენ ჯარისკაცები, ცეკვავენ ღმერთები, ცეკვავენ ეშმაკები, ცეკვავენ თვით დაკრძალვათა ჟამსაც კი, ერთი სიტყვით, ყველა ცეკვავს ყოველგვარი საბაბით”.
* * *
„გამოასწორეთ სხვები, როცა თვითონ უკვე აღარ დაგჭირდებათ თავის გამოსწორება”.
* * *
„როგორ დაიბნეოდნენ ენაჭარტალა ჭკუის კოლოფები თავიანთი მოსაჩვენარი ჰუმანურობით, მათი წყალობით დაბეჩავებული ყველა ადამიანი რომ მოსულიყო და ემხილა ისინი.”
* * *
„იმან, ვისაც ბედმა არგუნა წარჩინებულ ადამიანთა შორის ცხოვრება, ათასგვარ ხერხს უნდა მიმართოს, რათა დაიფაროს თავი საზიანო წესთაგან”.
* * *
„მხოლოდ გამუდმებული სიკეთე იცავს საუკეთესო კაცთა გულს პატივმოყვარე ადამიანთაგან მიყენებული სალმობისაგან”.
* * *
„უკეთუ შემთხვევითი შეცდომა კვლავ განმეორდება, მაშასადამე, ეს შემთხვევითი შეცდომა როდია!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიყვარული ყველას ათანასწორებს, ოღონდ მაღალ მდგომარეობას ვერავის ანიჭებს, იგი მარტოოდენ მაღალ გრძნობებს იძლევა”.
* * *
„როცა ბედნიერება მიუწვდომელია, მაშინ ბედნიერება უნდა სძებნო მის ბედნიერებაში, ვინაც გიყვარს. ესაა ერთადერთი რამ, რაც რჩება მას, ვინც უიმედოდაა შეყვარებული, ხომ მართალია?”
* * *
„წესიერ ადამიანთან კავშირს არავის დამცირება არ ძალუძს”.
* * *
„როცა ცოლის ბედნიერება სურთ, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ქმნიან ამ ბედნიერებას”.
* * *
„თითოეული ადამიანი სასარგებლოა კაცობრიობისათვის, მარტო იმითაც კი, რომ არსებობს”.
* * *
„რა საშინელებაა გულწრფელი ქალისათვის ქმართან ჩახუტებულმაც კი არ გაენდოს, იცრუოს, ვერ გაუბედოს გულის გადაშლა იმ კაცს, ვინაც ფლობს ამ გულს, მიჩქმალოს თავისი ცხოვრების ნახევარი, რათა უზრუნველჰყოს მისი მეორე ნახევარი”.
* * *
„თავზარსა მცემს ყოველივე, რაც შეურაცხყოფს პატიოსნებას”.
* * *
„ნეტავი როსღა ვიხილავ ადამიანთა ნამდვილ სახეებს?”