გია ყანჩელი – „ეპიზოდი”
„ასაკის მატებასთან ერთად კიდევ უფრო მეტად დავიწყე ფილოსოფოსობა.შუა ხნის ასაკში მყოფს მეგონა,რომ რაღაც ვიცოდი ამქვეყნად.ახლა კი,როდესაც 80 წელს მივაღწიე,დავრწმუნდი,რომ არც არაფერი ვიცი და ვერც ვერაფერი გავიგე”. – ასე განუცხადა უცხოელ ჟურნალისტს ერთ-ერთი ინტერვიუს მიმდინარეობისას გენიალურმა ქართველმა კომპოზიტორმა და პედაგოგმა – გია ყანჩელმა. (ავტორი გენია.ჯი) უამრავი ბრწყინვალე მუსიკალური ნაწარმოების შემოქმედმა ქართველმა კომპოზიტორმა მეუღლესთან – ვალენტინა ჯიქიასთან ხელი სწორედ იმ დღეს მოაწერა,როდესაც ანალოგიურ აქტს ახლად შეუღლებულ მეუღლესთან ხელი მოაწერა მეორე გენიალურმა ქართველმა რეჟისორმა – რობერტ სტურუამ. „თაფლობის თვე” ყანჩელმა ვალენტინასთან ერთად უკრაინის დედაქალაქ კიევში განთავსებულ სასტუმრო „ინტურისტში” გაატარა.საბჭოთა ეპოქაში უბრალო მოკვდავისათვის კიევის ცენტრში ფეშენებელური სასტუმროს ნომრის დაჯავშნა გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.ეს პრობლემა ახლადშეუღლებულ წყვილს ისევ რობერტ სტურუას დამ – ელენამ მოუხსნა,რომელიც დაქორწინებული გახლდათ კიევის ოპერის თეატრის დირექტორზე – ბორის პონომარენკოზე.
თბილისიდან ყანჩელი 1991 წელს წავიდა.სამშობლოში დაბრუნებას ბატონი გია ერთ წელიწადში აპირებდა,თუმცა ამაში ხელი ქვეყანაში მიმდინარე ძმათამკვლელმა ომმა შეუშალა. „სამშობლოში დაბრუნების მოლოდინი ოც წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გამიგრძელდაო”, – წუხდა იგი.დღესდღეობით გენიალური ქართველი კომპოზიტორი ბელგიის ქალაქ ანტვერპენში ცხოვრობს.„ანტვერპენი ჩემს მშობლიურ თბილისს მაგონებსო”, – ასე იმშვიდებს თავს უცხოეთში გადახვეწილი დიდი ქართველი მუსიკოსი.გია ყანჩელმა რამდენიმე ხნის წინ ბელგიის ეროვნული სიმფონიური ორკესტრისათვის დაწერა მუსიკალური ნაწარმოები,რომელსაც სახელწოდებად სამი შუმერული სიტყვა – „ნუ. მუ. ზუ” შეურჩია,რაც თარგმანით – „მე არ ვიცი”-ს აღნიშნავს.
„მგონია,რომ სიკეთესა და ბოროტებას შორის ბრძოლა უძველესი ეპოქებიდან იღებს სათავეს.ბოროტება ყოველთვის აგრესიულია,ხოლო სიკეთე არაჩვეულებრივად მგრძნობიარე და მშვიდი.მიუხედავად ამისა,რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,სიკეთე ყოველთვის ამარცხებს ბოროტებას.ყველაზე მთავარია უნარი იმისა,რომ საკუთარ სულში სიკეთის ემოციების აღძვრა შეგეძლოს.ვფიქრობ,რომ ჩემი წარმატების საიდუმლო სწორედ ეს არის”. – ასე ახსნა ყანჩელმა თავისი დიდებული შემოქმედების წარმატების საიდუმლო. – (ავტორი გენია.ჯი)