არქიტეუტისი – „ეპიზოდი”
წყალქვეშა სამყაროში მობინადრეთა შორის ყველაზე დიდი თვალებით ათფეხიანთა რიგის თავფეხიანი მოლუსკების ერთ-ერთი წარმომადგენელი – არქიტეუტისი,იგივე – გიგანტური კალმარი გამოირჩევა.წყალქვეშა სამყაროს ამ უზარმაზარი და ყველაზე დიდი უხერხემლოების ჯგუფის ცხოველის თითოეული თვალის დიამეტრი 30 სანტიმეტრს აღწევს,ხოლო თვალის კაკლის დიამეტრი კი – 9 სანტიმეტრის ექვივალენტია. (ავტორი გენია.ჯი) დიდი თვალების გამოისობით არქიტეუტისი არა მხოლოდ კარგი მხედველობითა გამოირჩევა,არამედ კარგადაც არჩევს საგნებს ზღვებისა თუ ოკეანეების ისეთ დიდ სიღრმეებში,სადაც მზის სინათლე ვერასოდეს აღწევს. (ცნობისათვის,წყალქვეშა სამყაროში თვალის დიამეტრის სიდიდით მეორე ადგილს ცისფერი ვეშაპი იკავებს.მისი თვალის რადიუსი 17 სანტიმეტრია).