„თავისუფლება ცინცინატის”

ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატში არსებული ერთ-ერთი რაიონიდან,კერძოდ კი – „ვაშინგტონის ბანაკიდან”,სადაც თანთავსებული გახლდათ შინაური ცხოველების სასაკლაო, 2002 წლის 15 თებერვალს გაქცეული იქნა „თავისუფლება ცინცინატის” თიკუნით ცნობილი ძროხა. (ავტორი გენია.ჯი) საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ გაქცევისას სიცოცხლეს მოწყურებულმა,თუმცა-კი სასიკვდილოდ განწირულმა ცოცხალმა არსებამ სასაკლაოს ტერიტორიაზე შემოვლებული 2 მეტრიანი ღობე გადალახა,რაც ძროხის შესაძლებლობებისათვის მართლაც რომ წარმოუდგენელი მოვლენაა.სასაკლაოდან ძროხის გაქცევის ამბავი მედიიდან მთელმა შტატმა შეიტყო.მის ძებნაში ჩართული იქნა ყველა შესაბამისი სამსახური,მათ შორის პოლიციაც.საბოლოო ჯამში, „თავისუფლება ცინცინატის” 11 დღიანი კვლევა-ძიების შემდეგ მიაგნეს,ტრანკვილიზატორების გამოყენებით დააძინეს და კვლავაც სასაკლაოზე გადაიყვანეს.თუმცა ამ ფაქტმა არა მხოლოდ ცხოველთა დაცვის კომიტეტის წევრებში გამოიწვია დიდი უკმაყოფილება,არამედ საზოგადოებაშიც.მღელვარებამ გადაინაცვლა ტელევიზიებშიც,სადაც რამდენიმე დებატი მიეძღვნა იმ საკითხს,თუ რა ბედი უნდა ხვდომოდა წილად სიცოცხლისა და თავისუფლების მოყვარე ცხოველს.მალევე სასაკლაოს ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება: „თავისუფლება ცინცინატის” სიცოცხლე შეუნარჩუნდა და იგი ქალაქ ცინცინატს გადაეცა საჩუქრად.ქალაქში განთავსებული ზოოპარკის ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა მის მიღებაზე და ამის მიზეზად სათანადო პირობების არქონა დაასახელა.რამდენიმე ხანში სახელმოხვეჭილ ოთხფეხა პირუტყვს ცინცინატის მერმა „ქალაქის გასაღები” გადასცა (სიმბოლურად) საჯაროდ,რა დროსაც საზოგადოებას აცნობა,რომ „თავისუფლება ცინცინატს” ნიუ-იორკის ცხოველთა თავშესაფარმა დართო უფლება მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლე იქ გაეტარებინა. 2008 წელს ვეტერინარებმა ძროხას ხერხემლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს,რის გამოც 2008 წლის 29 დეკემბერს ევთანაზიის გამოყენებით გამოათხოვეს წუთისოფელს. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>