“ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ადამიანებს მუდამ საკმარისად ეყოლებათ ბატონები”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩვენ უფრო მდიდრები ვართ,ვიდრე გვგონია,მაგრამ,როგორც მონტენი ამბობს,ჩვენ გვაცმევენ ვალად აღებულ,სხვის ტანზე შეკერილ სამოსს,გვაჩვევენ სამოწყალოდ ვიცხოვროთ ნასუფრალით და არა ჩვენ-ჩვენი ავლა-დიდებით.ანდა,უფრო სწორად,გამუდმებით ვიძენთ და ვერ ვბედავთ ხელი ვახლოთ რაიმეს, – ვემსგავსებით ძუნწებს,მხოლოდ თავიანთი ბეღლების ავსებასღა რომ ფიქრობენ”.
* * *
„პატივმოყვარეობის გამო მტკიცე ხასიათის ადამიანებს ჩვენი სისუსტის საზომით ვუდგებით და ფუჭი გამონაგონი გვგონია ის ღირსებები,თავად მოკლებულნი რომა ვართ”.
* * *
„საკმაოა იცოდეთ,თუ რა ადგილი და თანამდებობა უჭირავს ადამიანს, და წინასწარ განსჭვრეთ,რასაც ჩაიდენს იგი”.
* * *
„შეზარხოშებული ადამიანის საქციელში ხანდისხან მჟღავნდება ყოველივე ის, რასაც ჩვეულებრივ იმარხავს სულის სიღრმეში”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიამოვნებაზე მთლად ხელის აღებას სჯობს,ზომა ვიცოდეთ ყველაფერში!”
* * *
„ოი,უფალო,რა საზიზღარია ისეთი პატიოსნება,რომელსაც ბიწიერების კი არ ეშინია,არამედ საყვედურებისა”.
* * *
„უზადოდ სათნო ადამიანად ვერ ჩაითვლება ის,ვინაც უფრო საკუთარ სიცოცხლეს ელოლიავება,ვიდრე თავის მოვალეობას”.
* * *
„მსურს შევინარჩუნო ძალაუფლება ჩემს თავზე, და მიჯობს უხიაგად ჩამთვალონ,ვინემ ჩემი გულისწადილით ჩემზე მბრძანებლობის ნება მივცე”.
* * *
„პატივმოყვარე ადამიანო,მაჩვენე შენი ძალოვნება და მე დაგანახებ შენს არარაობას”. – (ავტორი გენია.ჯი)