მაკ-მერდოს მშრალი ველები – „ეპიზოდი”
დედამიწის სამხრეთ პოლარულ მხარეში – ანტარქტიკაში მაკ-მერდოს სრუტის დასავლეთით განთავსებული – მაკ-მერდოს მშრალი ველები,რომლის ტერიტორია 8 000 კვადრატული კილომეტრია,ჩვენი პლანეტის ყველაზე მშრალ ადგილს წარმოადგენს. (ავტორი გენია.ჯი) მაკ-მერდოს მშრალ ველებზე არ არსებობს ანტარქტიკისათვის ესოდენ დამახასიათებელი არც ყინული,არც თოვლი და არც წყალი,რადგან არასოდეს მოდის ნალექი.აქვე გავითვალისწინოთ ისიც,რომ სპეციალისტთა დასკვნების მიხედვით ამ უნიკალურ გეოგრაფიულ რეგიონში 2 მილიონ წელიწადზე მეტია წვიმა არ მოსულა.ბუნების ეს უჩვეულო მოვლენა კი თავის მხრივ,დაკავშირებულია მაკ-მერდოს მშრალ ველებზე ერთობ გავრცელებულ – „კატაბატიკურ ქარებთან”,რომლებიც მაქსიმალურ ძალას ანტარქტიდულ ზამთარში აღწევენ.ნიშანდობლივია ის გარემოებაც,რომ კატაბატიკური ქარი დედამიწის ზურგზე ყველაზე ძლიერი ქარია.მისი სიჩქარე ხშირად – 320 კილომეტრს უტოლდება საათში.ასეთი სახის ქარები ასევე დამახასიათებელია ნორვეგიისათვის (სადაც მას ელვეგუსად მოიხსენიებენ),იაპონიისთვის,ბრაზილიისა და კალიფორნიისათვის.ფლორისა და ფაუნის წარმომადგენელთა ნაკლებობით გამორჩეული მაკ-მერდოს მშრალი ველების ბუნებრივი პირობები იმდენად ახლოს დგას „წითელი პლანეტის” – მარსის ბუნებრივ პირობებთან,რომ NASA-მ იქ რამდენიმე კოსმოსური ცდაც კი ჩაატარა. – (ავტორი გენია.ჯი)
კატაბატიკური ქარების ჩამოყალიბების სქემა