დეციმუს ლაბერიუსი – „ეპიზოდი”

„პატიოსნად განვლიე სამოცი წელი.დღეს დილით,კერა რომ დავუტევე,რომაელი მხედარი ვიყავ,ახლა კი დავბრუნდი და ვარ უკვე ბეჩავი ჰისტრიონომოსი. ვაგლახ მე! მერჩივნა ერთი დღით ადრე მომკვდარიყავი.ოი,ტიალო ბედო! უკეთუ მეწერა ჩემივ თავის შერცხვენა,რად არ ამიძულე ამის ჩასადენად,როცა ვიყავი ჯეელი,ძალ ღონით აღსავსე და კარგი თვალტანადი! ახლა კი,ბეცავი,უბადრუკი,წარვსდგები რომაელი ხალხის ნაძირალათა წინაშე! ძლივს გასაგონი ხმა.უძლური სხეული – ეს ხომ მძორია.ცოცხალი ლეში,სადაც ჩემი აღარრა დამრჩა რა,გარდა ჩემი სახელისა”. – ასე დასტიროდა რომის ამფითეატრის სცენაზე გამოსული დიდი ძველ რომაელი დრამატურგი,მწერალი და ექვიტი (პატრიციული მხედრობის მხედარი) – დეციმუს ლაბერიუსი (ძვ.წ.აღ-ით 106-43 წლები) თავისი ბედის უკეთურ დასასრულს იულიუს კეისრის წინაშე.რომაელი „მხედრისათვის” (შუა საუკუნეების „რაინდის” ანალოგი) თეატრის სცენაზე გამოსვლა დიდ სირცხვილად მიიჩნეოდა.ამიტომაც იგრძნო თავი ძალიან შეურაცხყოფილად ლაბერიუსმა,როდესაც იგი იულიუს კეისარმა აიძულა სცენაზე გამოსულიყო და მის მიერ დაწერილი მეტად მგრძნობიარე ლექსები წაეკითხა.ყოვლის შემძლე ტირანის ნება-სურვილს „მხედარი” წინ ვერ აღუდგა,რაც მას გარდა შეურაცხყოფისა,ექვიტის წოდების დაკარგვადაც დაუჯდა.სწორედ ამიტომაც აიძულა შებღალულმა ღირსებამ ლაბერიუსი უსამართლო იულიუს კეისრისათვის სცენიდან ხალხის თანდასწრებით ეთქვა ის,რამაც მისი ცხოვრების დასასრული აბუჩად აიგდო.საყურადღებოა ის გარემოება,რომ კეისარი დეციმუსს მიუხვდა მახვილგონივრულ და გესლიან პროლოგს,რის გამოც იმპერატორმა მას კვლავაც დაუბრუნა „მხედრის” ტიტული.მიუხედავად ამისა,ლაბერიუსმა მაინც არ დაივიწყა და არ აპატია კეისარს მისი დამცირება. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>