ისინი ჭამდნენ საკუთარ ტილებს…
სრული ჭეშმარიტებაა: „თუ ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისათვის უცხოა სანიტარიისა და ჰიგიენის ცნება,გასაკვირი არ იქნება მთელი ქვეყანა ტილებმა და პარაზიტებმა შეჭამოსო”. (ავტორი გენია.ჯი) ერთი პერიოდის განმავლობაში ძველი ეპოქის ჩინეთში ძალიან ფართოდ გავრცელდა ადამიანისა და ძუძუმწოვრების ისეთი სისხლისმწოვი პარაზიტი მწერი,როგორიცაა – ტილი.საინტერესოა ის გარემოება,რომ პაციენტებისათვის დიაგნოზის დასმას ჩინელი მედიკოსები ტილების გამოყენებითაც კი აწარმოებდნენ.მაგალითად: იმ შემთხვევაში,თუ პაციენტის მთელ ტანზე თანაბრად და მშვიდად გადაადგილდებოდნენ ეს მომრავლებული პარაზიტები,იმის მაუწყებელი იყო,რომ ავადმყოფი მალე გამოჯანმრთელდებოდა.ხოლო,თუკი ისინი პაციენტის ტანზე სწრაფად გადაადგილდებოდნენ და ცდილობდნენ დაეტოვებინათ მისი სხეული (ისევე,როგორც ჩასაძირად განწიორული გემიდან გარბიან ვირთხები),ეს მათი აზრით ცუდის ანუ – სიკვდილის მაუწყებელ ნიშნად მიიჩნეოდა.მრავალი წყაროს მტკიცებით,იმ პერიოდში იმდენად მომრავლდა ჩინელებში ტილები,რომ მათ ადამიანები უპრობლემოდ იჭერდნენ.მრავლად იყო ისეთი შემთხვევებიც,როდესაც ისინი საკუთარ სხეულზე დაჭერილ ტილებს ჭამდნენ.ამ ფაქტს ისიც მოწმობს,რომ ძველ ჩინეთში იყიდებოდა მოწამვლის საწინააღმდეგო სპეციალური წამალი,რომელიც განკუთვნილი გახლდათ ისეთი ადამიანისათვის,რომელმაც დიდი რაოდენობით შეჭამა ტილები. – (ავტორი გენია.ჯი)