პომპონიანი ქუდი – „ეპიზოდი”
ზამთრის პირობებში ქუჩაში მრავლად ვხვდებით ხოლმე ადამიანებს,რომელთაც თავზე – პომპონიანი ქუდი ახურავთ,თუმცა ალბათ არც კი დავფიქრებულვართ,რა გახდა მიზეზი ქუდზე ბეწვის,ძაფისა და სხვა ნივთიერებებისაგან დამზადებული პოპმონის დამაგრებისა. (ავტორი გენია.ჯი) ფაქტია,რომ ადამიანი ტყუილუბრალოდ არაფერს ჰქმნის.ასევეა პომპონიანი ქუდის შემთხვევაშიც.საქმე იმაშია,რომ ისტორიის ადრეულ ეტაპზე (XVIII საუკუნეში) საფრანგეთში აგებულ სამხედრო ხომალდებში კომფორტის არსებობაზე დიდად არ ზრუნავდნენ.ხომალდების უდიდესი ნაწილი დაბალჭერიანი იყო,რაც თავის მხრივ,მეზღვაურებს დიდ დისკომფორტს უქმნიდა.იმისათვის,რომ მეზღვაურები ჭერზე თავის არტყმისაგან დაეცვათ,ფრანგულ ხომალდებზე ფართოდ იქნა გავრცელებული თავის გატეხვის პროფილაქტიკური საშუალება – პომპონიანი ქუდები.შესაბამისად,ადამიანის ტანისამოსის ეს შესანიშნავი ნაწილი უპირველეს ყოვლისა,ფრანგი მეზღვაურების თავის დასაცავად იქნა შექმნილი. – (ავტორი გენია.ჯი)