„ნაცისტური მისალმება” – (ეპიზოდი)
როგორც ცნობილია, 45 გრადუსის კუთხით მაღლა გამართული მარჯვენა ხელისგული,რომელიც სიტყვებით – “დიდება ჰიტლერს!” სრულდებოდა,მესამე რაიხის „ნაცისტური მისალმება” იყო. (ავტორი გენია.ჯი) რამდენიმე ხნის განმავლობაში გერმანელ ნაცისტთა მისალმების ფორმა ერეოდათ იმ ძველ „რომაული სალუტის” ჟესტიკულაციაში,რომელსაც ბენიტო მუსოლინის ხელმძღვანელობით იყენებდნენ იტალიელი ფაშისტები წლების განმავლობაში.სიმართლე რომ ვთქვათ,იტალიელი ფაშისტებისა და გერმანელი ნაცისტების მისალმების ჟესტიკულაცია ძალიან ჰგავდა ერთმანეთს,მაგრამ მათ შორის არსებითი სხვაობა მაინც მოიძებნებოდა.თავად ნაცისტი იდეოლოგები კი ირწმუნებოდნენ,რომ გერმანულ „ნაცისტურ მისალმებას” არაფერი ჰქონდა საერთო იტალიელ ფაშისტთა „რომაულ სალუტთან”,რადგან ასეთი სახის მისალმების ფორმას – აწეულ ხელსა და წამოძახილს – „Hell”,ძველი გერმანული ტომები ჯერ კიდევ მაშინ იყენებდნენ,როდესაც მეფეს ირჩევდნენო. – (ავტორი გენია.ჯი)
„რომაული სალუტი”