დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

ჩუკოტკის ნახევარკუნძულზე მობინადრე ხალხი – ჩუქჩები,რომლებიც თავიანთ თავს – „ნამდვილ ადამიანებს” უწოდებენ,იმთავითვე შესანიშნავი საბრძოლო თვისებებით გამოირჩეოდნენ.დიდი ხნის განმავლობაში ისინი შიშის ზარს სცემდნენ ყველა იმ ხალხს,რომლებიც მათ საცხოვრებელ ზონაში გამოჩნდებოდნენ.გარდა ამისა,ლაშქრობებს აწყობდნენ ამერიკულ და კანადურ მიწებზეც.სხვადასხვა შესანიშნავ საბრძოლო მონაცემებს შორის იაპონელ სამურაებში განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობდა ჩუქჩი მეომრების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის დამახასიათებელი ერთი ფრიად უჩვეულო ფიზიკური შესაძლებლობა.დაასახელეთ,ჩუქჩი მეომრების რა უჩვეულო ფიზიკური შესაძლებლობით იყვნენ აღფრთოვანებული იაპონელი სამურაები. – (ავტორი გენია.ჯი)

* * * * * * *

პასუხი: ჩუქჩი მებრძოლების მნიშვნელოვან ნაწილს მათკენ გამოსროლილი ისრების ხელით დაჭერა ძალუძდათ.ხელის გასაოცარი სისწრაფით დაჭერილ ისრებს კი ისინი შემდგომ კვლავაც მოწინააღმდეგეებს უშენდნენ მშვილდების გამოყენებით. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>