Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„უკეთუ თავაზიანადაც ითვლება ფუჭი ლაქლაქით ყველას დარეტიანება,უფრო მეტ ზრდილობად მიმაჩნია სხვებს ვაცალო ლაპარაკი,ყურადღებით ვისმინო მათი სიტყვები და არა ჩემი საკუთარი ყბედობა, და დავანახვო თანამესაუბრეთ,რომ მათი ღრმა პატივისცემის გამო ვფიქრობ,მათი სისულელეებით შექცევა არ ეგების.კარგი აღზრდის ნიშანი – განსაკუთრებით მიმზიდველი და სიმპათიის აღმძვრელი თვისება ის კი არაა,ესწრაფოდე შენი ღირსებებით თავის მოწონებას,არამედ უნდა შეგწევდეს უნარი დაეხმარო სხვებს,რომ მათაც გამოიჩინონ თავი,თვითონ კი იყავ თავმდაბალი და არ შებღალო მათი სიამაყე.ნურაფერს იშიშვი,რომ უენო,თავდაჭერილსა და თავმდაბალ კაცს,იქნებ,სულელის სახელი გაუვარდეს.ყოველ ქვეყანაში ადამიანს მსჯავრს როდი სდებენ იმის გამო,რაც არ წარმოუთქვამს, და არც ენაძვირობისათვის სძულთ იგი.პირიქით,შეიძლება შევამჩნიოთ,რომ ენაძვირი ადამიანები უფრო მეტ პატივისცემას აღგვიძრავენ მათ გვერდში ყოფნისას.თითოეული უკვირდება თავის თავს საუბარში,ხოლო როცა ენაძვირები ლაპარაკობენ,ყველანი ყურადღებით უსმენენ,მათ არ უშლიან თავად შეარჩიონ შემთხვევა თავიანთი აზრის წარმოთქმისა, და ყველას სურს არაფერი გამოეპაროს მისი ნათქვამიდან, – ერთი სიტყვით,უპირატესობა მათ მხარეზეა.თვით ყველაზე ბრძენ კაცსაც გაუძნელდება თავდაჭერილობის შენარჩუნება,თუკი გაიტაცებს სიტყვამრავლობა და ძალზე იშვიათად ხდება,რომ არ წამოსდეს ისეთი სიტყვები,რომელთაც შემდეგ მოინანიებს, – ამიტომაც კეთილგონიერი ადამიანი ამჯობინებს,სულაც არ წარმოთქვას კარგი სიტყვა,ვიდრე წამოსცდეს და თქვას რაიმე ცუდი. დაბოლოს,თუკი ვინმე არ მონაწილეობს საუბარში,ეს ჭკუის ნაკლებობის გამო კი არ მოსდის,რაც უნდა თავმდაბალი იყოს,მის მდუმარებაში ბრალი გარშემომყოფ მოლაყბეთ მიუძღვით”. – (ავტორი გენია.ჯი)