უცნაური ნიგერიული ცერემონია
დასავლეთ აფრიკაში განთავსებული ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოსახლეობაში ერთი მეტად უჩვეულო ცერემონიაა გავრცელებული,რომელიც თავის მხრივ,ქვეყნიერებას ახლად მოვლენილ ჩვილებთან არის დაკავშირებული. (ავტორი გენია.ჯი) გოგონას დაბადებიდან მეშვიდე დღეს,ბიჭის დაბადებიდან კი მეცხრე დღეს,ბავშვის მშობლები და ნათესავები იწყებენ იმ ცერემონიის ჩატარებას,რომელიც მათი აზრით,პატარას შემდგომ ბედსა და თვისებებს განსაზღვრავს.პირველ რიგში პატარას წყალს აწვდიან,რაც მტრებისგან დაცვასთან სიმბოლირდება.შემდეგ ბავშვს პალმის ზეთს უძღვნიან,რათა ცხოვრების ურთულესი გზა იოლად განვლოს; ჩვილისათვის კაკლის მირთმევა – ხანგრძლივ სიცოცხლესთან ასოცირდება,ხოლო მარილის და წიწაკისა კი – ბედნიერებასთან.გარდა ამისა,იმავე დღეს აძლევენ ბავშს სახელსაც.თუმცა-კი შევნიშნოთ,რომ საბოლოო ჯამში ბავშვი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ რამდენიმე სახელს იღებს.ცერემონიის მიმდინარეობისას მშობლები შვილს არქმევენ ისეთ სახელს,რომელშიც ნათლადაა გამოხატული,თუ რა სურთ მათ თავინთი შვილებისათვის.მაგალითად – ტიტილაიომა.აღნიშნული სახელი თარგმანით – „მარადიულ ბედნიერებას” აღნიშნავს.მას შემდეგ,რაც მშობლები ბავშვის სახელს ოფიციალურად გამოაცხადებენ,ცერემონიაზე დამსწრე თითოეულ ნათესავს ისინი უფლებას რთავენ თავადაც დაარქვან ბავშვს ის სახელი,რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევენ.მაგრამ,სანამ თითოეული ნათესავი სახელს დაარქმევდეს პატარას,ისინი ვალდებული არიან ფული ჩადონ სპეციალურად ამ დღისათვის განკუთვნილ ბავშვის კალათაში.ამგვარი მეთოდით ბავშვი ხშირად ოც სახელსაც კი იღებს. დაბოლოს,ცერემონიის დასასრულს მშობლები ვალდებული არიან კალათაში შეგროვილი ფული საბანკო ანგარიშზე თავიანთი პატარას სახელზე შეიტანონ. – (ავტორი გენია.ჯი)