იცით თუ არა,რომ

1. გენიალურ იტალიელ პოლიტიკურ მოაზროვნესა და იტალიის გაერთიანების ერთ-ერთ მაცნეს – ნიკოლო მაკიაველს ყველა ფლორენციელისათვის დამახასიათებელი თვისება გააჩნდა: უყვარდა სიტყვის შებრუნება,პროვოცირება და თავის გამოჩენა,რისთვისაც მუდამ ჩვეულ სხარტ იუმორს მიმართავდა. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. პოლიტიკური და სხვა რიგი გაუგებრობების გამოისობით,რომის პაპმა – იულის III-მ მეთექვსმეტე საუკუნეში გამოსცა ბულა,რომლითაც ვენეციის რესპუბლიკა ეკლესიისაგან განკვეთა.გარდა განკვეთისა,მან ვენეციას ინტერდიქტიც დააკისრა (საეკლესიო სასჯელის ერთ-ერთი ფორმა,რომელიც ღვთისმსახურებას დროებით კრძალავს მთელ ქვეყანაში).

* * *

3. საფრანგეთის მეფე 1498-1515 წლებში – ლუი XII დე ვალუა იმით გამოირჩეოდა,რომ საზრუნავთა დიდ ნაწილს იგნორირებას უკეთებდა და უყურადღებოდ ტოვებდა.მის ბიოგრაფიაში ბევრ შემთხვევას შევხვდებით ისეთს,როდესაც ლუის საზრუნავზე მისივე დავალებით მეფის ქვეშევრდომებს უზრუნიათ.

* * *

4. პელაგინიზმი – წარმოადგენს მრწამს იმისა,რომ ადამიანს შეუძლია,თვითონ გადარჩეს,ყოველგვარი ღვთიური წყალობის გარეშე.

* * *

5. დიდი ძველ რომაელი ისტორიკოსისა და ენციკლოპედისტის – გაიუს სვეტონიუს ტრანკვილუსის გადმოცემის თანახმად,რომის იმპერატორი – ვესპასიანე,რომლის სახელთანაც ასოცირდება ფასიანი საპირფარეშოების შემოღება,სიკვდილის სარეცელზე მწოლიარეც კი ჩვეულებრივ მუშაობდა და აუდიენციებსაც მართავდა.ძველი რომაელი ისტორიკოსები ხუმრობდნენ,ვესპასიანემ სრულ ჭეშმარიტებად აქცია სიტყვები – „იმპერატორები მდგომარე უნდა მოკვდნენო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. ძველი ეპოქების ეგვიპტეში – მკერდზე გადაჯვარედინებული ხელების პოზით მხოლოდ სამეფო დინასტიის წარმომადგენელი მამაკაცების ცხედრებს ამუმიფიცირებდნენ.

* * *

7. მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში თვითმფრინავის პილოტებს უფლება აქვთ მგზავრი არა მხოლოდ დააჯარიმონ და დააკაონ,არამედ საფრთხის შემთხვევაში იარაღიც გამოიყენონ.

* * *

8. პირველი კანონი ისტორიაში,რომელიც აზარტულ თამაშებს ოფიციალურად კრძალავდა,გამოცემული იქნა 1638 წელს მასაჩუსეტსის შტატში (აშშ).

* * *

9. დიდი ესპანელი მწერალი,ფილოსოფოსი და საზოგადო მოღვაწე – მიგელ დე უნამუნო ყმაწვილკაცობაში ბერად შედგომას აპირებდა.

* * *

10. „ახირებულია ადამიანია ეს ჩვენი აკაკი! დამიწერა „ენას გიწუნებ,ფშაველოო”.კაცო მე ამ ჩემი ენით მომწონს თავი,თორემ სხვა რა არის ჩემს ლექსებში და პოემებში! თუ ენაც დასაწუნია,მაშ აღარაფერი ყოფილა და ბარემც ასე თქვი პირდაპირ და ის იქნება! უცნაური კბენა იცის ხოლმეო”, – გულისტკივილით უთქვამს ვაჟა-ფშაველას,როდესაც შეუტყვია,რომ ბუმბერაზი ფშაველისათვის ბუმბერაზ მგოსანს ენა დაუწუნებია. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>