ძილი – „ეპიზოდი”
მედიკოსები ერთხმად ირწმუნებიან,რომ ღამით ადამიანმა საშუალოდ შვიდიდან რვა საათამდე უნდა იძინოს,თუმცა ამ შესანიშნავ რეკომენდაციას მრავალი გენიალური პიროვნება უკეთებდა იგნორირებას. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად,სერბული წარმომავლობის მქონე გენიალური ამერიკელი ფიზიკოსი და გამოგონებელი – ნიკოლა ტესლა ამტკიცებდა,რომ მას დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ ორი საათი ეძინა და 84 საათის განმავლობაში ძალუძდა შეუსვენებლად მუშაობა.აღორძინების ხანის ტიტანის – ლეონარდო და ვინჩის ბიოგრაფები კი ირწმუნებიან,რომ ხანდაზმულ ასაკში შესული ხელოვანი ეგრეთ წოდებულ, – „ზეადამიანურ ძილს” ანუ მეცნიერთა ენაზე რომ ვთქვათ – „ნახევრადძილის ფაზას” დაეჩვია.ლეონარდო ყოველ ოთხ საათში ერთხელ იძინებდა 20 წუთის განმავლობაში.