ანრი IV დე ბურბონი – „ეპიზოდი”
„მე არ მსურს ბანაობა და არც დავიბან.თავი დაანებეთ ჩემს დევნას”. – ეს სიტყვები ეკუთვნის ჰიგიენის (ბანაობის) მიმართ ერთობ მწყრალად განწყობილ საფრანგეთის მეფეს – ანრი IV დე ბურბონს (1553-1610 წლები).ამბობენ,რომ მის უდიდებულესობას დაბანა არასოდეს ანიჭებდა სიამოვნებას,რასაც მეფის არასასიამოვნო სუნიც მოწმობდაო.სამეფო კარზე გავრცელებული ლეგენდის თანახმად კი,მაშინ,როდესაც ტოსკანის ჰერცოგის – ფრანჩესკო I-ის ქალიშვილი – მარია მედიჩი პირველად წარმდგარა თავისი საქმროს – ანრი IV დე ბურბონის წინაშე,იმდენად შეწუხებულა დაუბანელი მეფის მყრალი სუნით,რომ გონებაც კი დაუკარგავს. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის,ფრანგი მონარქის მსგავსად,ბანაობის მიმართ ასევე მწყრალად იყვნენ განწყობილნი ისეთი ცნობილი პერსონები,როგორებიც გახლდნენ – მაო ძედუნი,ჩარლზ ჰოვარდი,ფრიდრიხ II დიდი,ჰოვარდ ჰიუზი და სხვები.მარქსიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი – კარლ მარქსი კი დაუბანლობის შედეგად სულაც კანის მრავალრიცხოვანი დაავადებების მსხვერპლი გახდა. – (ავტორი გენია.ჯი)