“ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„შეუძლებელია,ამქვეყნად მარტო კაცსა და მარტო ქალს,საზოგადოების გარეშე,ერთმანეთი შეუყვარდეთ,იმაზე აღარას ვიტყვი,რომ ყოველთვის საჭიროა მესამე – სელესტინა,სელესტინა კი ამ შემთხვევაში საზოგადოებაა,დიდი მაჭანკალი! ბრწყინვალეა! დიახ,დიდი მაჭანკალი! თუნდაც მხოლოდ გრძელი ენის გამო!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„წმინდაზე წმინდა ენით უნდა ილაპარაკო”.

* * *

„იცი,რას გეტყვი,სიყვარულზე მარტო წიგნებში წერენ,სიყვარული მარტო იმისთვისაა მოგონილი,რომ მასზე ისაუბრონ და წერონ,პოეტების ბოდვაა.მთავარია ქორწინება.სამოქალაქო კოდექსში სიყვარულზე ერთი სიტყვაც არა წერია,სამაგიეროდ,აბა,ნახეთ,ქორწინებაზე რეებია ნათქვამი”.

* * *

„ახლა უკვე იმასაც ვფიქრობ,ამ დაწყევლილ კაცობრიობას გენიოსი სულაც არა სჭირდება-მეთქი”.

* * *

„რეალური სამყარო სხვა არა არის რა,თუ არა სიზმარი,რომელსაც ყველა ვხედავთ,სიზმარი ყველასთვის საერთოა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ჭკუათმყოფელი მხოლოდ ისაა,ვინც შეიგნებს თავის სიგიჟეს”.

* * *

„თავის თავს ვერავინ ამჩნევს,თორემ სხვის სიბერესა და დაუშნოვებაზე თუ მიდგა საქმე,არავის არაფერი გამოეპარება”.

* * *

„მარადისობა დროის მიღმა კი არაა,მის შუაგულშია,მარადისობა მთლიანად დროშია,დროის ყველა წამშია გაბნეული”.

* * *

„სექსუალური შეჭირვება აზრის ყველაზე საშიში მტერია”.

* * *

„ადამიანურ მანკიერებათა კლასიკური სამებაა: ქალი,ბანქო და ღვინო, – პირველ ორს გაცილებით დიდი ვნება მოაქვს გონებისთვის,ვიდრე მესამეს.მთვრალ კაცს კიდეც შეიძლება რაიმე შეასმინო,ლოთს ზოგჯერ რაღაც აზრიანიც წამოსცდება,მაგრამ მებანქოვისა და მექალთანის ლაყბობა მართლაც ძნელი ასატანია”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>