კენესოში მოქმედი უჩვეულო კანონი
ჯორჯიის შტატის (აშშ) პატარა ქალაქ კენესოში 1892 წელს მიღებული იქნა კანონი,რომლის თანახმადაც,ქალაქში მაცხოვრებელი თითოეული ოჯახი ვალდებულია სახლში მინიმუმ ერთ ერთეულ რეგისტრირებულ ცეცხლსასროლ იარაღს ფლობდეს. (ავტორი გენია.ჯი) ამავე კანონის მიხედვით,კენესოს სრულწლოვანი მოქალაქეები მოვალენი არიან თან ატარონ ცეცხლსასროლი იარაღი.მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც,რომ გარკვეულ შემთხვევებში მოქალაქეებს უფლება ენიჭებათ ქალაქში უიარაღოდ გადაადგილებისაც.ასეთი უჩვეულო კანონი აშშ-ის მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთ ქალაქში მოქმედებს დღემდე.საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ კენესოში 1892 წელს მიღებულმა კანონმა თავდაპირველად ქალაქში ერთობ გაზარდა მკვლელობებისა და ძალადობების რიცხვი,თუმცა უკანასკნელი 26 წლის განმავლობაში დანაშაულის სტატისტიკური მაჩვენებელი,ზღვის დონიდან 332 მეტრ სიმაღლეზე განთავსებულ კენესოში არა მხოლოდ თვალშისაცემად დაეცა,არამედ აშშ-ის სხვა ქალაქებთან შედარებით 2-3 პროცენტითაც დაბალია. – (ავტორი გენია.ჯი)