უილიამ ედვარდ ბოინგი – „ეპიზოდი”

აშშ-ი დასახლებული წარმატებული გერმანელი ემიგრანტი მეწარმის – ვილჰელმ ბოინგის ვაჟს – უილიამ ედვარდ ბოინგს (1881-1956 წლები),რომელმაც 1916 წელს აშშ-ი დააარსა ავიასამშენებლო კომპანია – „ბოინგი”, და რომელსაც ამერიკული და მსოფლიო ავიაციის „მამად” მოიხესნიებენ დღემდე,სამუშაო კაბინეტის კედელზე ანტიკური მედიცინის გენიალური ძველ ბერძენი რეფორმატორის – ჰიპოკრატეს გამონთქვამებიანი დიდ პოსტერი ეკიდა: „არ არსებობს არავითარი ძალაუფლება,გარდა ფაქტების ძალაუფლებისა”; „ფაქტები მიიღება კარგი დაკვირვებების შედეგად”; „დასკვნების გამოტანა მხოლოდ ფაქტების საფუძველზეა შესაძლებელი”; „ადამიანურმა გამოცდილებამ ამ წესების ჭეშმარიტება სრულად დაადასტურა”.

ისტორიაში პირველი სამგზავრო თვითმფრინავის სულისჩამდგმელ უდიპლომო ავიამშენებელსა და ბიზნესმენს თვითმფრინავების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი პატარაობიდანვე გააჩნდა. 1910 წელს უილიამი ლოს-ანჯელესში გამართულ საერთაშორისო საავიაციო გამოფენას დაესწრო,რა დროსაც მან გამოფენაში მონაწილე საავიაციო კომპანიების ხელმძღვანელობას სთხოვა,რომ მათ მფლობელობაში არსებული თვითმფრინავებით გასეირნების უფლება მიეცათ.ხე-ტყის ბიზნესში ჩართულ ახალგაზრდა ბოინგს თხოვნის შესრულებაზე ყველამ კატეგორიული უარი განუცხადა,რამაც თავის მხრივ,იგი ძალიან გააბრაზა და პირველად ჩააფიქრა სრულიად ახალი და ინოვაციურად დატვირთული გიგანტური საავიაციო კომპანიის დაფუძნებაზე.გამოფენის მოწყობიდან სულ რაღაც ექვსიოდე წლის გასვლის შემდგომ კი,მიზანსწრაფულმა უილიამმა დააარსა საავიაციო კორპორაცია,სახელწოდებით – „Boeing”,რომელიც რამდენიმე ხანში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საავიაციო კომპანიად იქცა მსოფლიოში.აქვე ავღნიშნოთ: პირველად სტიუარდესები,ალკოჰოლური თუ არაალკოჰოლური სასმელები და ბუტერბროდები სწორედ რომ უილიამ ედვარდ ბოინგის მიერ დაარსებული ავიაკომპანიის თვითმფრინავების ბორტზე გამოჩნდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>