უცნობი ფაქტები ბროწეულის შესახებ…
1. ცოცხმაგარასებრნთა ოჯახის მცენარე - ბროწეული,უძველეს ეგვიპტეში წმინდა მცენარედ მიიჩნეოდა და მას „სიცოცხლის ხეს” უწოდებდნენ.ეგვიპტელთა რწმენით მას ადამიანებისათვის ახალი სიცოცხლის მინიჭება ძალუძდა,რის გამოც აღნიშნული მცენარის ნაყოფს გავლენიანი ეგვიპტელების (მათ შორის ფარაონების) სარკოფაგებში აწყობდნენ.სხვადასხვა ისტორიული წყაროების მტკიცებით,ეგვიპტელ ფარაონებს იმდენად უყვარდათ ბროწეულის წვენი,რომ მას ყოველდღიურად მიირთმევდნენ (ასევე იქცეოდნენ ასურელებიც).გარდა ამისა,ისინი ბროწეულს დიზენტერიისა და ნაწლავების დაავადების განსაკურნებლადაც გამოიყენებდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ბროწეულის ხე მოხსენიებულია მუსულმანთა წმინდა წიგნში – „ყურანში”,რომლის მიხედვითაც იგი სამოთხეშია განთავსებული.ცნობილია,რომ წინასწარმეტყველი მუჰამედი თავის მიმდევრებს შურისა და სიძულვილის საწინააღმდეგო საშუალებად ბროწეულის გამოყენებას ურჩევდა.
* * *
3. ყოველი წლის 26 ოქტომბერს აზერბაიჯანში აღინიშნება „ბროწეულის დღესასწაული”,რაც თავის მხრივ,ბროწეულის მოსავლის აღებას უკავშირდება.ნიშანდობლივია ის გარემოება,რომ სწორედ აზერბაიჯანი გახლავთ ის ერთადერთი ქვეყანა დედამიწაზე,სადაც ბროწეულის ხის ყველა სახეობა ხარობს.
* * *
4. ჩინეთის სახლახო რესპუბლიკაში გავრცელებული ტრადიციის თანახმად,ახლადშეუღლებულ წყვილებს ბროწეულის გამოსახულებიან სურათებს ჩუქნიან,რადგან ბროწეულის ნაყოფი ამ აზიურ ქვეუანაში – კეთილდღეობასთან,სიუხვესთან და ნაყოფიერებასთან სიმბოლირდება.
* * *
5. ბროწეულის ორიგინალური სახელწოდება ლათინური წარმომავლობისაა – „Punica” (პუნიკური,კართაგენული) და ეს სიტყვა მიუთითებს იმ ადგილზე,სადაც ბროწეული ყველაზე ფართოდ იყო გავრცელებული (ტუნისი). – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. რიგი მეცნიერებისა ამტკიცებს,რომ ბროწეული ერთ-ერთი უძველესი მცენარეა დედამიწაზე.მათი ვარაუდით,აღნიშნული მცენარე ჩვენს პლანეტაზე პირველად მეზოზოური ერის დასასრულს,დაახლოებით – 66 მილიონი წლის წინათ გაჩნდა.
* * *
7. „ყველა ხილის მეფედ” წოდებული ბროწეულისაგან,რომელიც ძველ რომაელ და ახლო აღმოსავლეთის ხალხებში ყველაზე პოპულარულ ხილად იყო აღიარებული,შრი-ლანკელი ხალხი ამზადებს ჩაის,რომელსაც ისინი დღემდე გამოიყენებენ,როგორც თვალების ინფექციის სამკურნალო ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო საშუალებას.
* * *
8. სპარსეთის იმპერიის ლეგენდად ქცეული მეფე – კიროსი ხშირად იმეორებდა: „ნეტავ იმდენი კარგი მხედართმთავარი მომცა,რამდენ მარცვალსაც შეიცავს ბროწეულიო” (სტატისტიკის მოყვარულთა გამოთვლებით თითოეული ბროწეული 400-დან 700-მდე მარცვალს შეიცავს)
* * *
9. ძველი ბერძნები ბროწეულს,როგორც უკვდავების მომნიჭებელს,ღმერთების საყვარელ ხილად განიხილავდნენ,რის გამოც მათ ფართოდ ასახავდნენ მითებში.
* * *
10. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად,პირველი ბროწეულის ხე კუნძულ კიპრზე თავად სილამაზისა და სიყვარულის ულამაზესმა ქალღმერთმა – აფროდიტემ დარგო. – (ავტორი გენია.ჯი)