რიჩარდ ჯორდან გატლინგი – „ეპიზოდი”
საკვირველია,თუმცა ფაქტია,რომ დინამიტის გამომგონებელი შვედი ნოვატორი ინჟინრის – ალფრედ ნობელის მსგავსად,გულმხურვალე პაციფისტური მსოფლმხედველობით (ომის საწინააღმდეგო შეხედულება,რომელიც გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას) ასევე გამოირჩეოდა „გატლინგის ტყვიამფრქვევის” სახელოვანი ამერიკელი გამომგონებელი და ექიმი – რიჩარდ ჯორდან გატლინგიც (1818-1903 წლები).მას შემდეგ,რაც გატლინგი გარდაიცვალა,ამერიკულმა ჟურნალმა – „Slientific American”-მა გამოაქვეყნა ნეკროლოგი,სადაც რიჩარდის მიერ ტყვიამფრქვევის გამოგონებას შემდეგი სახის გამამართლებელი ახსნა მოუძებნა: „ამ კაცს არ ჰყავდა თავისი სადარი ადამიანი სიკეთესა და გულითადობაში.მას ეჩვენებოდა,რომ,თუ ომი კიდევ უფრო საშინელ სახეს მიიღებდა,ხალხები საბოლოოდ დაკარგავდნენ იარაღის მონადირების სურვილს”… – (სამწუხაროდ,გატლინგი შეცდა. – ავტორი გენია.ჯი)
„გატლინგის ტყვიამფრქვევი”