ვის უნდა განესახიერებინა თავდაპირველად „ტერმინატორი”?
გენიალური ამერიკელი კინორეჟისორის – ჯეიმზ კამერონის მიერ 1984 წელს გადაღებულ საყოველთაოდ ცნობილ ფანტასტიკურ და მძაფრსიუჟეტიან ფილმში – „ტერმინატორი”,თავდაპირველად,მთავარი როლი ცნობილ ამერიკელ მსახიობსა და ამერიკული ფეხბურთის პროფესიონალ მოთამაშეს – ო.ჯეი სიმპსონს უნდა განესახიერებინა. (ავტორი გენია.ჯი) მაგრამ ფილმის გადაღებების დაწყების წინ რეჟისორმა გადაწყვეტილება შეიცვალა და სიმპსონის ნაცვლად მთავარი როლის განსახიერება ავსტრიული წარმომავლობის მქონე კულტურისტსა და მსახიობს – არნოლდ შვარცნეგერს მიანდო.ასეთი გადაწყვეტილების მიზეზად კამერონმა დაასახელა ის,რომ სიმპსონი თავისი ხასიათიდან გამომდინარე სათანადოდ ვერ განასახიერებდა ცივსისხლიანი მკვლელის როლს.საყურადღებოა ის გარემოება,რომ ფილმის გადაღებიდან ათიოდე წლის გასვლის შემდეგ,კამერონის მიერ ზემოაღნიშნული მიზეზის გამო დაწუნებულ სიმპსონს სასამართლომ მეუღლისა და მეუღლის მკვლელობის შემთხვევითი მოწმის მკვლელობებში დასდო ბრალი.ორმაგ მკვლელობაში დადანაშაულებული სიმპსონი სასწაულებრივად (ადვოკატების უდიდესი ძალისხმევით) გადაურჩა სიკვდილით დასჯას. 1995 წელს სასამართლომ ტომპსონი გაამართლა.თუმცა 2008 წელს კვლავაც დააკავეს.ამჯერად იგი გასამართლებული იქნა ადამიანების გატაცებისა და შეიარაღებული თავდასხმების ბრალდებით. – (ავტორი გენია.ჯი)
ო.ჯეი სიმპსონი