უცნობი ფაქტები მანდარინის შესახებ…
„ყველა ზამთრის ხილზე ზამთრის ხილი”, „ყველაზე ტკბილი მზიურ ციტრუსთა ხილთ შორის”, – ასე მოიხსენიებენ ახალი წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიმბოლოს,ტეგანისებრთა ოჯახის მარადმწვანე სუბტროპიკულ ხეხილოვან მცენარეს – მანდარინს. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება,რომ დღემდე ზუსტად არაა დადგენილი,თუ რომელი რეგიონია ამ უნიკალური მცენარის სამშობლო.ერთი ვერსიით მისი სამშობლო ინდოეთის ჩრდილოეთით განთავსებული რეგიონებია.მეორე ვერსიით,ჩინეთის სამხრეთი ნაწილი,ხოლო მესამე ვერსიით კი,რომელსაც ყველაზე სანდო ვერსიად განიხილავენ,ვიეტნამის ისტორიული რეგიონი – „კოჩინჩინი.დაზუსტებულია მხოლოდ ის,რომ ისტორიის ხანგრძლივი ეპოქების განმავლობაში მანდარინით მხოლოდ აზიის ბინადარი ხალხები იტკბარუნებდნენ ყელს.ევროპაში მანდარინი პირველად XIX საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა.არც ის არის ზუსტად დადგენილი,თუ რატომ უწოდეს მას სახელწოდებად – მანდარინი. (ავტორი გენია.ჯი) ძველი აზიური ლეგენდის თანახმად,აღნიშნულ მცენარეს მანდარინი იმიტომ ეწოდა,რომ მათი ხილვა მხოლოდ იმ ჩინელი სახელმწიფო ჩინოვნიკებისა და დიდებულების ბაღებში იყო შესაძლებელი,რომელთაც პორტუგალიელი მისიონერები – „მანდარინებად” მოიხსენიებდნენ.ევროპული ლეგენდის თანახმად კი,მანდარინმა თავისი სახელწოდება ესპანეთში მიიღო.ამ პირენეული ქვეყანის ენაზე – „mondor”, – „ადვილად გასაწმენდს (გასაფრცქვნელს)” აღნიშნავს. XIX საუკუნის 70-იან წლებში იაპონიიდან პირველად იქნა კავკასიაში შემოტანილი მანდარინის კულტურა,რომელმაც თავის მხრივ,კავკასიის რეგიონში ყველაზე ფართო გავრცელება – საქართველოში ჰპოვა.
ადრეულ პერიოდში საბჭოთა ხელისუფლებამ გამოსცა განკარგულება,რომლის თანახმადაც ყოველი მოქალაქე ვალდებული ხდებოდა საახალწლო სუფრა შამპანურთან ერთად იმ დროისათვის საბჭოთა მოქალაქეებისათვის ჯერ კიდევ ეგზოტიკური ხილით – მანდარინითაც დაემშვენებინა (ცნობისათვის,მანდარინი საბჭოთა კავშირში მასიურად გავრცელებული იქნა მხოლოდ 1963 წელს).შესაბამისად,ასე იქცა კიდეც იგი – „სადღესასწაულო ხილად”. – (ავტორი გენია.ჯი)