უცნობი ფაქტები ხახვის კულტურის შესახებ…
ამარილისებრთა ოჯახის ერთ-ერთი სახეობის ბოსტნეულ მცენარეს,რომლის სამშობლოდაც მკვლევარები აზიის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებს ასახელებენ,სახელი – ხახვი პირველად დიდმა შვედმა ბუნებისმეტყველმა – კარლ ლინეიმ უწოდა.საერთო ჯამში დღეისათვის ბუნებაში 900 სახეობის ხახვია გავრცელებული,რომელთაგან ბოსტნეულ კულტურას მხოლოდ 228 სახეობა წარმოადგენს. (ავტორი გენია.ჯი) ხახვის კულტურა კაცობრიობისათვის უძველესი ეპოქებიდან არის ცნობილი: ფრანგი ასუროლოგის – ჟან ბოტენის მტკიცებით,ბაბილონის ლეგენდარული სამეფოს ზეობის ჟამს ძველი მესოპოტამიელები სულაც აღმერთებდნენ მას.გარდა ამისა,მრავალი დამადასტურებელი ფაქტი არსებობს იმისა,რომ ხახვის კულტურას ევროპელები ბრინჯაოს საუკუნიდან იცნობენ; ძველი ეგვიპტელებისათვის ხახვის კულტურა ძვ.წ.აღ-ით 3 000 წლის წინათ გახდა ცნობილი. „ისტორიის მამად” წოდებული დიდი ძველბერძენი ისტორიკოსი – ჰეროდოტე იმასაც ამტკიცებდა,რომ ფარაონების ქვეყნის ბინადრებმა უზარმაზარი რაოდენობის ხახვი და ნიორი გამოიყენეს პირამიდების მშენებლობაზე დასაქმებულ მონათა გამოსაკვებადო.ირწმუნებოდა იმასაც,რომ ხეოფსის პირამიდაზე ეგვიპტელებმა გამოსახეს წარწერა,რომელიც იუწყებოდა,თუ რა რაოდენობის ხახვი და ნიორი გაიხარჯა ამ უზარმაზარი პირამიდის მშენებლობისას.წარწერა გვამცნობდა: „მონებისათვის განკუთვნილ ხახვსა და ნიორში 1 600 ტალანი ვერცხლი დაიხარჯა”; ამერიკის კონტინენტზე ხახვის კულტურის გამოჩენას ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიციას უნდა უმადლოდნენ.აღნიშნულ კონტინენტზე „ყველაზე პოპულარულ ბოსტნეულად” წოდებული მცენარე პირველად კულტივირებული იქნა კუნძულ ისაბელაზე,საიდანაც შემდგომ მთელი ამერიკის კონტინენტზე გავრცელდა.დღეისათვის ხახვის კულტურა ერთ-ერთ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ბოსტნეულ კულტურად არის მიჩნეული და სტატისტიკოსთა მონაცემების თანახმად იგი მსოფლიოს 175 ქვეყანაშია კულტივირებული. – (ავტორი გენია.ჯი)