ადოლფ ჰიტლერი – ქალაქ ლანშკროუნის „საპატიო მოქალაქე”
ჩეხეთის შემადგენლობაში შემავალ პარდუბიცეს მხარეში განთავსებულია 10 000 ადამიანით დასახლებული პატარა ქალაქი – ლანშკროუნი,რომელსაც ადგილობრივმა მმართველებმა სახელი ერთი უცნაური და შეიძლება ითქვას,არასახარბიელო გადაწყვეტილებით გაუთქვეს. (ავტორი გენია.ჯი) გერმანული ფაშიზმის ზეობის პერიოდში,მესამე რაიხის ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფი ჩეხური ქალაქის ლანშკროუნის კოლაბორაციონისტმა ხელისუფლებამ მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიზანთროპს – ადოლფ ჰიტლერს,ქალაქის „საპატიო მოქალაქის” წოდება მიანიჭა.მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის მარცხის მიუხედავად,ქალაქის მომდევნო ხელმძღვანელებმა,მათ შორის კომუნისტებმაც კი,ადოლფ ჰიტლერს აღნიშნული სტატუსი არ ჩამოართვეს,რის გამოც იგი დღემდე მიიჩნევა ლანშკროუნის „საპატიო მოქალაქედ”.როგორც თანამედროვე პერიოდის ლანკშროუნის მერი – მარტინ კოსტალი ამბობს,ისინი რა თქმა უნდა უპირობოდ ემიჯნებიან ჰიტლერის მიერ ჩადენილ დანაშაულებებრივ ქმედებებს,თუმცა ისტორიის გადაწერა არავის არ ძალუძს. – (ავტორი გენია.ჯი)