კივი – „ეპიზოდი”
ფრინველებს შორის საკუთარი სხეულის მასასთან შეფარდებით ყველაზე დიდ კვერცხს უტროპო (ფრენის უნარს მოკლებული) და უფრთო ფრინველების რიგის ერთ-ერთი წარმომადგენელი – კივი დებს.ახალი ზელანდიის კუნძულებზე გავრცელებული ამ უნიკალური ფრინველის მიერ დადებული თითოეული კვერცხის საშუალო მასა – 500 გრამს შეადგენს,რაც თავის მხრივ,კივის სხეულის სრული მასის ერთ-მეოთხედს წარმოადგენს.აქვე გავითვალისწინოთ ისიც,რომ სირაქლემა 2 კილოგრამი მასის მქონე კვერცხსაც კი დებს მაგრამ ეს მასა მისი სხეულის მასის მხოლოდ ორ პროცენტს შეადგენს. – (ავტორი გენია.ჯი)