ლა გარიტას კალდერას შესახებ…
კოლორადოს შტატის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში (აშშ) განთავსებულია გიგანტური მოცულობის მქონე – ლა გარიტას კალდერა (წრიული ან ოვალური ფორმის ვულკანური წარმოშობის ღრმული),რომელიც დედამიწაზე ერთ-ერთ უდიდეს იგნიმბრიტს (ვულკანური ქმედებების შედეგად წარმოქმნილი ვულკანური ქანი) წარმოადგენს. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა აღნიშნულ კალდერაზე თქვენი ყურადღება ამიტომ არ გამიმახვილებია: ლა გარიტას კალდერა წარმოიქმნა ჩვენი პლანეტის ისტორიაში „მეგავულკანად” წოდებული ყველაზე დიდი ვულკანის ამოფრქვევის შედეგად.იმისათვის,რომ გონებრივად კარგად გავისიგრძეგანოთ დაახლოებით 30 მილიონი წლის წინათ ამოხეთქილი „მეგავულკანის” ძალა და მასშტაბები,ლა გარიტას კალდერას წარმოშობის შესახებ რამდენიმე ფაქტს გაგაცნობთ: მეგავულკანის ამოფრქვევამ ატმოსფეროში ისეთი რაოდენობის ფერფლი გააბნია,რომელიც სრულიად საკმარისი იქნებოდა სრულიად შეევსო ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე დიდი ტბა – მიჩიგანი.შეგახსენებთ იმასაც,რომ მიჩიგანის ტბის საერთო ფართობი – 57 750 კვადრატული კილომეტრია (შეფარდებისთვის რომ ვთქვათ,დანიის სამეფოზე გაცილებით დიდი ტერიტორია); „მეგავულკანის” ამოფრქვევის ენერგია და ძალა 5 000-ჯერ აღემატებოდა კაცობრიობის ისტორიაში გამოცდილი ყველაზე დიდი, 50 მეგატონი სიმძლავრის მქონე თერმობირთვული,ეგრეთ წოდებული, – „ბომბების მეფის” მიერ გამოყოფილ ენერგიასა და ძალას. – (ავტორი გენია.ჯი)