უცნობი ფაქტები ოვიდიუსის ბიოგრაფიიდან…
პატარა იტალიურ ქალაქ სულმონაში ქვეყნიერებას მოვლენილმა გენიალურმა ძველ რომაელმა პოეტმა და ელეგიების უბადლო ოსტატმა – პუბლიუს ოვიდიუს ნაზონმა (ძვ.წ.აღ-ით 43 – ახ.წ.აღ-ით 17 წლები) მიუხედავად საგრძნობი ასაკობრივი სხვაობისა,იმთავითვე შეუძლებელი შეძლო და ისეთი ტიტანის გვერდით დაიმკვიდრა ადგილი,როგორიც გახლდათ – ჰორაციუსი. (ავტორი გენია.ჯი) დიდი რომაელი პოეტების – სექსტუს პროპერციუსისა და ალბიუს ტიბულუსის წრეში შემავალმა ნაზონმა თავისი ახალგაზრდობა,ისევე როგორც იმ ეპოქაში მაცხოვრებელმა სხვა უამრავმა ახლგაზრდა რომაელმა ჭაბუკმა, – დროსტარებაში გაატარა (ეს მოტივები მოგვიანებით პოეტმა თავის ბრწყინვალე ქმნილებებში ჩააქსოვა).ცნობილია ისიც,რომ ნიჭიერი ახალგაზრდა პოეტის თავაშვებული ცხოვრების წესი არ მოსწონდა რომის იმპერატორს – ოქტავიანე ავგუსტუსს.სუსტი სქესის წარმომადგენლთა მოყვარული ოვიდიუსი სამჯერ იყო დაქორწინებული.მიუხედავად ამისა,მას მაინც არასდროს გაუწყვეტია კავშირი ქალთან,რომელსაც თავის ქმნილებებში – კორინად მოიხსენიებს.საყურადღებოა ერთი ფრიად მნიშვნელოვანი გარემოებაც: თუკი ნაზონის მიერ დაწერილ ავტობიოგრაფიას გადავავლებთ თვალს,აღმოვაჩენთ,რომ პოეტი ასეთი საქციელისთვის საკუთარ თავს კი არა,მეუღლეებს ადანაშაულებს. (ავტორი გენია.ჯი) .
შემდგომში „სიყვარულის მომღერლად” წოდებულმა პუბლიუსმა ლიტერატურულ ასპარეზზე ფეხი პირველად 18 წლის ასაკში შედგა. ძვ.წ.აღ-ით 15 წელს კი პირველად გამოქვეყნდა მისი უკვდავი ქმნილება „სასიყვარულო ელეგიები”.გარდა ლიტერატურული წარმატებისა,ნაზონი გავლენიანი და მდიდარი ნათესავების წყალობით სახელმწიფო სამსახურშიც მოეწყო და კარიერულ წინსვლასაც შეუდგა ძალოვან სტრუქტურებში.იგი იმდენად სახელოვანი ადამიანი გახდა,რომ ძველ რომაულ თეატრებში სცენის სიახლოვეს საპატიო ადგილიც კი გამოუყვეს.შემდეგი კარიერული წინსვლა ნაზონისა,სენატორობა გახლდათ.მიუხედავად ასეთი წარმატებებისა, 25 წლის ასაკში მყოფმა პუბლიუსმა მაინც დატოვა სახელმწიფო სამსახური და ცივილიზებული კაცობრიობისდა საბედნიეროდ,საკუთარი თავი პოეზიას მიუძღვნა სრულად.ახალგაზრდობის კუმირ პოეტად ქცეულმა ნაზონმა მეგობრობა გააბა ჰორაციუსთან.ეს ის პერიოდია,როდესაც მან დაწერა ტრაგედია – „მედეა” (სამწუხაროდ მას ჩვენამდე არ მოუღწევია).დიდების ზენიტში ნაზონი თავისი ცხოვრების 20 წლის განმავლობაში იმყოფებოდა.სტუმართმოყვარე ოვიდიუსი რომის ცენტრში ცხოვრობდა,თუმცა ლექსებს ძირითადად მაინც ქალაქგარეთ არსებულ აგარაკზე,შესანიშნავი ბუნებისა და სუფთა ჰაერის ფონზე წერდა.ყველა აღიარებდა,რომ ოვიდიუსი რომის ნომერი პირველი პოეტი იყო: ჰორაციუსი და ვერგილიუსი უკვე საფლავებში განისვენებდნენ.
მას შემდეგ,რაც ოვიდიუსმა რიგით მესამეჯერ იქორწინა – ფაბიაზე,მის უზომოდ მოყვარულ და უერთგულეს ქალზე,პოეტის ხასიათსა და ცხოვრებაში კარდინალური გარდატეხა მოხდა.ცნობილია,რომ სიცოცხლის ბოლოს,როდესაც ოვიდიუსი იმ ქალებზე დაიწყებდა საუბარს,რომლებთანაც კი მას ოდესმე ჰქონია ურთიერთობა,ფაბიას სახელს სხვებისაგან განსხვავებით ერთობ მოკრძალებით ეკიდებოდა.
როგორც ზემოთ ავღნიშნე,იმპერატორს ოვიდიუსი თავქარიანი ცხოვრების წესის გამო იმთავითვე არ მოსწონდა.დროის გასვლასთან ერთად კი ოქტავიანეს ოვიდუისის პოეტური ქმნილებების მიმართაც გაუჩნდა პრეტენზიები.იმპერატორს ძველი ტრადიციებისა და ზნე-ჩვეულებების შენარჩუნება სურდა,რასაც პუბლიუსი უპირისპირდებოდა.მათ შორის აღნიშნული საკითხის ირგვლივ მრავალჯერ გაიმართა პოლემიკა.ოვიდიუსის გავლენა იმდენად დიდი იყო რომაულ საზოგადოებზე,რომ იმპერატორი იძულებული გახდა საკუთარი ხელითაც კი შეედგინა პოეტის რომიდან დაუყონებლივ გაძევების ედიქტი.ავტორთა ერთი ნაწილი ირწმუნება,რომ მიზეზი ოვიდიუსის „მარადიული ქალაქიდან” გაძევებისა იმ სკანდალის გადაფარვა იყო,რომელიც იმპერატორის ოჯახში წარმოიშვა.
შავი ზღვისპირეთში,კერძოდ კი რუმინულ ქალაქ ტომში (თანამედროვე – კონსტანცა) გადასახლებულმა პოეტმა თავი გარდაცვლილად მიიჩნია და თვითმკვლელობაც სცადა,თუმცა მეგობრებმა გადაარჩინეს.მისი წიგნები ამოღებული იქნა ბიბლიოთეკებიდან,რასაც თან დაერთო ფინანსების ნაკლებობა და არასანდო მსახურების თავხედობები.
სამშობლოდან გაძევებული ოვიდიუსი სულიერად იმდენად გატყდა,რომ იმპერატორისადმი მიწერილ წერილებში საკუთარი ღირსების შეურაცხყოფის ფასად სთხოვდა მას შეწყალებას.მიუხედავად მრავალგზის თხოვნისა,ოქტავიანე და შემდგომში მისი მემკვიდრე – ტიბერიუსი მაინც უნდობლად და სიძულვილით ეკიდებოდნენ პუბლიუსს და იგი პასუხის ღირსადაც კი არ ჩათვალეს.ნიშანდობლივია ის,რომ მიუხედავად გადასახლებისა,ოვიდიუსისათვის არც რომის მოქალაქეობა ჩამოურთმევიათ და არც ქონება (როგორც ეს ხდებოდა ხოლმე).დაასკვნა რა იმას,რომ სამშობლოში იგი ვეღარ დაბრუნდებოდა,დაუახლოვდა ადგილობრივ მოსახლეობას და აქტიურად ჩაერთო ფართო საზოგადოებრივ ცხოვრებაში.გარდა ლექსების წერისა,რისთვისაც იგი დაფნის გვირგვინითაც კი შეამკეს,ამზადებდა ბავშვებს,მკურნალობდა ავადმყოფებს,კეთილ რჩევებს აძლევდა მეზობლებს და ასე შემდეგ.მისი ავტორიტეტი ისე გაიზარდა ოვიდიუსისათვის უცხო მხარეში,რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ პოეტი გადასახადებისაგან გაანთავისუფლა.მოსახლეობა კი ნაზონს პროდუქტებით სრულიად უფასოდ ამარაგებდა. (ავტორი გენია.ჯი)
პუბლიუს ოვიდიუს ნაზონი სავარაუდოდ 17 წელს გარდაიცვალა გადასახლებაში.მისი ანდერძის თანახმად,პოეტის ნეშთი ქვეყნის სამხრეთით უნდა დაეკრძალათ,თუმცა ანდერძს აღსრულება არ ეწერა.იგი დაკრძალული იქნა ქალაქ ტომში.დღეისათვის „სიყვარულის მასწავლებლად” წოდებული გენიალური ძველ რომაელი პოეტის საფლავი დაკარგულად მიიჩნევა. – (ავტორი გენია.ჯი)
უშვილოდ გადაგებულმა პოეტმა გადასახლებაში ათი წელიწადი დაჰყო. „ჩემი დანაშაული ის არის,რომ თვალები მაქვსო”, – მრავლისმეტყველად მოთქვამდა თავის ბედს გენიალური ძველ რომაელი პოეტი.