რიუნოსკე აკუტაგავას ნააზრევი…
„ყოველთვის სახიფათო იყო ტირანისთვის ტირანი გეწოდებინა.თუმცა დღეს არანაკლებ სახიფათოა მონას მონა უწოდო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ტრადიციულად მიჩნეულია,რომ გენიალური პოლიტიკოსია ის,ვინც ხალხის ნებას საკუთარ ნებად აქცევს.თუმცა ყველაფერი პირიქითაა.სიმართლე იქნება თუ ვიტყვით,რომ გენიალური პოლიტიკოსი არის ის,ვინაც მთელ თავის ნებას ხალხის ნებად აქცევს.ან უკიდურეს შემთხვევაში ხალხს აიძულებს დაარწმუნოს,რომ ასეთია მათივე ნება.ამიტომ გენიალური პოლიტიკოსი გენიალური მსახიობიც უნდა იყოს”.
* * *
„გაანადგურო მონობა – ნიშნავს იმას,რომ გაანადგურო მონური აზროვნებაც”.
* * *
„ძლიერ ადამიანებს მტრების კი არა მეგობრების ეშინიათ.სუსტებს კი პირიქით,მეგობრების არ ეშინიათ,სამაგიეროდ ეშინიათ მტრების.ამიტომაც არის,რომ მათ ყველგან მტრები ელანდებათ”.
* * *
„ჩვენ არ შეგვიძლია გავაკეთოთ ის,რაც გვსურს. და ვაკეთებთ მხოლოდ იმას,რაც შეგვიძლია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„საკუთარი თავის დაცვა გაცილებით რთულია,ვიდრე სხვისი”.
* * *
„ყველაზე რთული ხელოვნებაა – იცხოვრო თავისუფლად”.
* * *
„ყოველი სიტყვა მონეტის მსგავსია.მას ორი მხარე აქვს”.
* * *
„ერთადერთი გრძნობა,რომელიც ყველა ადამიანისათვის საერთოა – სიკვდილის შიშია!”
* * *
„ჩვენ,ადამიანები,ღმერთებისაგან იმით განვსხვავდებით,რომ ჩავდივართ ისეთ შეცდომებს,რომელთაც ღმერთები არასოდეს სჩადიან”. – (ავტორი გენია.ჯი)