ალბერტ შვაიცერი – „ეპიზოდი”

„ადამიანის განკურნებაზე დიდი სიამოვნება არ არსებობსო”, – ამბობდა XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ჰუმანისტად აღიარებული სახელოვანი გერმანელი ექიმი,ფილოსოფოსი და თეოლოგი – ალბერტ შვაიცერი (1875-1965 წლები). (ავტორი გენია.ჯი) ეს იყო ის „დიდი ადამიანი” (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით),რომელმაც თავისი განვლილი ცხოვრებით კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა,რომ „კაცთმოყვარეობა”,როგორც გრძნობა, – ჭეშმარიტად ღვთიურია.აღნიშნულ პოსტში მე არ შევუდგები შვაიცერის მიერ გაბონის ყრუ ჯუნგლებში გამოჩენილი კაცთმოყვარების ისტორიის მოყოლას და არც მის 50 წლიან აფრიკულ ჰუმანიტარულ მისიაზე გავამახვილებ ყურადღებას.

როგორც ცნობილია,შვაიცერი ერთობ მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი იყო.გარდა ფილოსოფიისა,მედიცინისა და თეოლოგიისა,იგი მუსიკასაც ეტრფოდა და დიდებული პიანისტიც გახლდათ.შეატყო,რა მამამ ბავშვს მუსიკალური ნიჭი,ხუთი წლის ასაკში პატარა ალბერტს როიალი უყიდა.დროის დინებამ შვაიცერი მუსიკას დროებით ჩამოაშორა,მაგრამ არა საბოლოოდ.ფილოსოფიისა და თეოლოგიის პროფესორმა – ალბერტ შვაიცერმა 1905 წელს მუსიკათმოცოდნეობაში იოჰან სებასტიან ბახის ბიოგრაფიის თემაზე სადოქტორო დისერტაცია დაიცვა,რამაც მისი ახლობლები და მეგობრები ისე გააკვირვა და გააღიზიანა,რომ – შეშლილიც კი უწოდეს.თავისი გაკვირვება ალბერტის უცნაურ გადაწყვეტილებაზე არ დაუმალავს არც შვაიცერის მუსიკის ყოფილ მასწავლებელს,ვირტუოზ ფრანგ ორღანისტსა და კომპოზიტორს – შარლ-მარი ვიდორსაც.იგი,რატომღაც უკმაყოფილო დარჩა ალბერტის გადაწყვეტილებით. „თქვენი გონებისა და გამოცდილების პატრონს კარგად უნდა გესმოდეთ,რომ გენერლები ბრძოლაში თოფით არ ერთვებიან”. – ასეთი მრავლისმეტყველი ფრაზით დაასრულა ვიდორმა საუბარი თავის ყოფილ მოსწავლესთან,თუმცა-კი უკვე მუსიკათმცოდნეობის დოქტორთან,პირველივე შეხვედრისას. – (ავტორი გენია.ჯი)

შარლ-მარი ვიდორი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>