ჯონ ბანიანის შესახებ…
„სხეული სულის გარეშე მკვდარია,ისევე როგორც ცარიელია სიტყვა საქმის გარეშეო”, – წერდა დიდი ინგლისელი მწერალი და ბაპტისტი ქადაგების მეტყველი – ჯონ ბანიანი (1628-1688 წლები). (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,რომ მოკრძალებული წარმომავლობის მქონე ბანიანმა მხოლოდ ორი კლასის განათლება მიიღო.ამის ფონზე კი საკვირველია,რომ მან ინგლისურ ლიტერატურასა და ქრისტიანულ აზროვნებაზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეძლო.ადამიანი,რომელსაც ცხოვრებამ უდიდესი ტრაგედიები არგუნა წილად,ღმერთს მიენდო და ის,ვისთვისაც იცხოვრა,ერთადერთი,მხოლოდ – უფალი იყო.თექვსმეტი წლის ასაკი ბანიანისათვის ყველაზე ტრაგიკული აღმოჩნდა.ამ ასაკში მან ჯერ დედა დაკარგა,ხოლო შემდგომ კი ორი ღვიძლი და.დედის გარდაცვალების შემდგომ ჯონის მამამ – ტომასმა კვლავაც იქორწინა.უკიდურესმა სიღატაკემ და არეულმა ოჯახურმა მდგომარეობამ ახალგაზრდა კაცი ოჯახს მოწყვიტა.ოცდაერთი წლის ასაკში იქორწინა ღრმად მორწმუნე და მოკრძალებულ ღარიბ გოგონაზე,სახელად – მერიზე,რომელმაც მზითევის სახით ქმრის სახლში მხოლოდ საღვთისმეტყველო წიგნები მიიტანა.თუმცა პასტორი ბანიანის ცხოვრებას ცუდი მოვლენები კვლავაც თან სდევდა.მისი ერთ-ერთი ქალიშვილი მხედველობადაკარგული დაიბადა.ეს და სხვა საგულისხმო გარემოებები ვერ იქცა შეწყალების მიზეზად ბედფორდის ციხეში გამომწყვდეული ბანიანისათვის.სტიუარტებმა ანგლიკანური ეკლესიის უარმყოფელი ბანიანი,როგორც საშიში დამნაშავე, – არ შეიწყალეს.თორმეტწლიანი პატიმრობის დასასრულს, 1672 წლის 13 სექტემბერს ინგლისის მეფემ – ჩარლზ II სტიუარტმა გამოსცა განკარგულება ციხეებიდან რელიგიური დისიდენტების განთავისუფლების თაობაზე,რამაც იგი პატიმრობიდან დაიხსნა.ციხეში ყოფნის პერიოდში ბანიანმა უამრავი დიდებული ნაწარმოები შექმნა.მათ შორის „პილიგრიმის მოგზაურობის” პირველი ნაწილი და „სულიერი ომი”.
ისივე როგორც სხვა უამრავი დიდი ადამიანის საფლავს,არც ჯონ ბანიანის საფლავს არ ამშვენებს ძვირადღირებული საფლავის ქვა და ეპიტაფია. – (ავტორი გენია.ჯი)