ართურ კონან დოილი – „ეპიზოდი”
თვითმხილველთა გადმოცემით, შერლოკ ჰოლმზის პერსონაჟის ავტორი, დიდი შოტლანდიელი მწერალი – ართურ კონან დოილი (1859-1930 წლები) არაჩვეულებრივი ფიზიკური მონაცემებითა და ჯელტმენისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშნითაც ყოფილა გამორჩეული. (ავტორი გენია.ჯი) ალბათ ბევრისთვის არის უცნობი, რომ მაღალი მორალური თვისებებით დაჯილდოებული შოტლანდიელი მწერალი გახლდათ მოპედის პირველი გამომცდელი. მის სახელთან ასევე ასოცირდება ინგლისში სააპელაციო სასამართლოს დაარსება. ბენჯამინ დიზრაელისა და სემიუელ კოლრიჯის ყოველთვის თავაზიან მეგობარს – „იდეების დიდ აკუმულატორს” უწოდებდნენ. მრავალი კრიმინალისტიკური მეთოდის გამომუშავების გარდა მისი იდეების ნაყოფი გახლდათ გემის ეკიპაჟის დასახმარებლად განკუთვნილი პირველი რეზინის გასაბერი ნავები, სამხედრო დანიშნულების მქონე კამუფლაჟირებული ბადეები და ჯავშანჟილეტები. ცნობილია ისიც, რომ დოილი იყო ის ერთ-ერთი პირველი ადამიანი, რომელმაც ლა-მანშის ყურეში ინგლისისა და საფრანგეთის დამაკავშირებელი გვირაბის გაყვანის იდეა წამოაყენა. – (ავტორი გენია.ჯი)