კონსტანტინე პაუსტოვსკი – „ეპიზოდი”
რუსული ლიტერატურის კლასიკოსი მწერლის – კონსტანტინე პაუსტოვსკის (1892-1968 წლები) შემოქმედების ფანატიკურად მოყვარული გახლდათ სიცოცხლეშივე ლეგენდად ქცეული გერმანული წარმომავლობის მქონე ისეთი პოპულარული ამერიკელი მსახიობი ქალი,როგორიც გახლდათ – მარლენ დიტრიხი. (ავტორი გენია.ჯი) 1964 წელს მოსკოვს ჰოლივუდის ვარსკვლავი – მარლენ დიტრიხი ეწვია.ლიტერატორთა სახლში სიტყვით გამოსვლის შემდგომ მსახიობმა ქალმა დიდი სურვილი გამოთქვა პირადად შეხვედროდა თავის კუმირ ლიტერატორს.ეს ის პერიოდი იყო,როდესაც პაუსტოვსკი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი სამკურნალოდ.როდესაც ტკივილებისაგან განაწამებ პაციენტს დიტრიხის გადაწყვეტილების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია,ექიმების რჩევის შედეგად მან ჰოლივუდელ ლამაზმანთან შეხვედრაზე უარი განაცხადა.მიუხედავად ამისა,მარლენი მაინც ეწვია პაუსტოვსკის საავადმყოფოში.თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად,როდესაც მარლენი ავადმყოფი მწერლის პალატაში შესულა და მის საწოლს მიახლოვებია,მუხლებზე დაცემულა,ცრემლი წასკდომია და დასნეულებული მოხუცი მწერლისათვის გაძვალტყავებულ ხელზე უკოცნია.როგორც ჰოლივუდის ვარსკვლავმა მწერალთან გასაუბრებისას აღნიშნა,ყველაზე მეტად იგი აღაფრთოვანა პაუსტოვსკის სახელგანთქმულმა ნოველამ – „დეპეშა” და მადლობა გადაუხადა მას აღნიშნული ქმნილების დაწერისათვის. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ჰიპოთეტური მნიშვნელობით რომ ვთქვათ,კონსტანტინე პაუსტოვსკი მეორედ ალბათ მაშინ გარდაიცვალა,როდესაც 1976 წელს ნარკოტიკული საშუალების ზედოზირების შედეგად სიცოცხლეს გამოეთხოვა მწერლის სრულიად ახალგაზრდა, 26 წლის ასაკში მყოფი ვაჟიშვილი – ალექსანდრე. – (ავტორი გენია.ჯი)
მარლენ დიტრიხი