პეტრე ჩაიკოვსკი – „ეპიზოდი”
ოფიციალური ვერსიის თანახმად,გენიალური რუსი კომპოზიტორი და დირიჟორი - პეტრე ჩაიკოვსკი (1840-1893 წლები) ქოლერას ეპიდემიას ემსხვერპლა,თუმცა აღნიშნულ ვერსიას რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება უარყოფს. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია,რომ ჩაიკოვსკის მოღვაწეობის პერიოდში ქოლერას დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანის სახლი უცილობლად მუშავდებოდა შესაბამისი ხსნარებით,რათა აღნიშნული დაავადება კიდევ უფრო არ გავრცელებულიყო.გარდა ამისა,გარდაცვლილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება ეძლეოდა მხოლოდ ოჯახის უახლოეს ნათესავებს,ხოლო კუბო კი ყოველთვის თავდახურულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.საყურადღებოა,რომ პეტრე ჩაიკოვსკის შემთხვევაში არც ერთი ზემოაღნიშნული მეთოდი არ ყოფილა გამოყენებული: ქოლერას საწინააღმდეგო საშუალებებით არ დაუმუშავებიათ კომპოზიტორის სანკტ-პეტერბურგში განთავსებული სახლი; სამძიმარზე მისვლა და ჩაიკოვსკის ხსოვნისადმი პატივის მიგება შეეძლო ნებისმიერ მსურველს.გარდა ამისა,ეჭვს იწვევს ისიც,რომ პეტრეს ცხედარი თავახდილ კუბოში იყო ჩასვენებული და ადამიანთა გარკვეული ნაწილი ცხედარს შუბლზე ამბორითაც კი გამოემშვიდობა..სწორედ ამ მიზეზთა გამო არ სჯერა ჩაიკოვსკის ბიოგრაფების დიდ ნაწილს მწერლის გარდაცვალების ოფიციალური ვერსიისა.არის ვარაუდი იმისა,რომ დიდმა კომპოზიტორმა სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. – (ავტორი გენია.ჯი)