ფერენც ლისტი – „ეპიზოდი”
1822 წელს გენიალური გერმანელი კომპოზიტორისა და პიანისტის – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ყოფილ მოწაფესთან,სახელოვან ავსტრიელ პიანისტთან და კომპოზიტორთან – კარლ ჩერნისთან მუსიკალური განათლების მიღებას უნგრელი ყმაწვილი – ფერენც ლისტი (1791-1857 წლები) შეუდგა. (ავტორი გენია.ჯი) ყმაწვილის უზადო მუსიკალური ტალანტით აღფრთოვანებულმა კარლმა ბეთჰოვენს ფერენცის მიერ გამართულ კონცერტზე დასწრება ურჩია.ლუდვიგმა ყოფილი შეგირდის რჩევა გაითვალისწინა და არც შემცდარა.ყმაწვილის გასაოცარი ოსტატობით შესრულებულმა მუსიკალურმა ნაწარმოებებმა თვით ბეთჰოვენიც კი გააოგნა.კონცერტის დასრულების შემდგომ მაესტრო,ისე რომ სიტყვაც კი არ დაუძრავს,პატარა ფერენცს მიუახლოვდა და ფაქიზად ეამბორა შუბლზე.ეს კოცნა ლისტს არასოდეს დავიწყებია თავისი ცხოვრების განმავლობაში და სათუთად უფრთხილდებოდა ამ ტკბილ და შესანიშნავ მოგონებას.მას შემდეგ,რაც ლისტი სახელოვანი კომპოზიტორი გახდა,იგი 1839 წელს ლუდვიგის მშობლიურ ქალაქ ბონს ეწვია.უნგრელი კომპოზიტორი გააოცა იმ გარემოებამ,რომ ბეთჰოვენის მშობლიურ ქალაქში არც ერთი მისი ძეგლი არ იყო აღმართული.როდესაც ამის მიზეზი იკითხა,გაარკვია,რომ გენიალური გერმანელი კომპოზიტორის ძეგლის აგებასა და ქალაქში აღმართვას ხელს ფინანსური სიძნელეები უშლიდა.რამდენიმე ხანში ფერენც ლისტმა საკმაოდ სოლიდური თანხა გაიღო იმისათვის,რომ ბონში ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ძეგლი დაედგათ. და აკი 1845 წელს დაიდგა კიდეც. – (ავტორი გენია.ჯი)
ფერენც ლისტის შემოწირულობით აგებული ბეთჰოვენის ძეგლი ბონში