გალილეო გალილეი- „ეპიზოდი”
ინკვიზიციის ქარ-ცეცხლში გამოვლილმა გენიალურმა იტალიელმა ფიზიკოსმა,მექანიკოსმა და ასტრონომმა – გალილეო გალილეიმ (1564-1642 წლები) თავისი ორივე ქალიშვილი – ვირჯინია და ლივია მონასტერს მიაბარა აღსაზრდელად. (ავტორი გენია.ჯი) მონასტერში მიბარების დროს ვირჯინია 13 წლის ასაკში,ხოლო ლივია 12 წლის ასაკში იმყოფებოდა.პირველმა მათგანმა მონასტრის მკაცრ ტიპიკონს იოლად აუღო ალღო და მონაზვნადაც აღიკვეცა,ლივია კი,დისგან განსხვავებით სიცოცხლის ბოლომდე ვერ შეურიგდა თავის ბედს.ცნობილია ისიც,რომ დიდი იტალიელი მეცნიერის შვილიშვილი (ვაჟის მხრიდან) რელიგიური ფანატიზმით იყო შეპყრობილი.იგი სახელოვან,თუმცა-კი,ინკვიზიციის ჯალათების მიერ ძვლებ დამსხვრეულ ბაბუას ათეისტად,ხოლო მის მეცნიერულ ნაშრომებს ერესის ნიმუშებად მიიჩნევდა.თავის მხრივ კი,გალილეოსადმი ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება გახდა მიზეზი იმისა,რომ მისი გარდაცვალების შემდგომ ამ უბირმა ახლაგაზრდამ ცეცხლს მისცა ბაბუის სახლში არსებული უამრავი ხელნაწერი,რომელთა შინაარსის შესახებაც მომავალში ვერაფერს გავიგებთ. – (ავტორი გენია.ჯი)