მოდესტ მუსორგსკი – „ეპიზოდი”
ალკოჰოლური დელირიუმის („თეთრ ციებ-ცხელებად” წოდებული მწვავე ალკოჰოლური ფსიქოზი) დიაგნოზით სანკტ-პეტერბურგის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაცვლილი სახელოვანი რუსი კომპოზიტორი და რუს კომპოზიტორთა შემოქმედებითი გაერთიანების – „მძლავრი ჯგუფის” თვალსაჩინო წარმომადგენელი – მოდესტ მუსორგსკი (1839-1881 წლები),როგორც გამოჩენილ ადამიანთა ხსოვნას შეეფერებოდა,ალექსანდრე ნეველის ლავრის ეზოში დაკრძალეს. (ავტორი გენია.ჯი) 1935-1937 წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ „ხელოვნების ოსტატების ნეკროპოლად” წოდებულ სასაფლაოზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაიწყო.ლავრის ტერიტორიაზე განთავსებული საფლავების ხარჯზე გაზრდილი იქნა ახლად მოპირკეთებული მოედნის ფართობი.თუმცა უცილობლად უნდა შევნიშნო,რომ რეკონსტრუქციის ფარგლებში საფლავები სხვა ადგილას გადატანილი არ იქნა.მუშებმა მხოლოდ საფლავების ქვები გაიტანეს მოედნის ტერიტორიიდან.შესაბამისად,მოედანზე დაგებული ასფალტის ქვეშ საბჭოთა ხელისუფლების უშუალო ძალისხმევის შედეგად მრავალი საფლავი აღმოჩნდა.მათ შორის კი ერთ-ერთი მათგანი სახელოვანი რუსი კომპოზიტოპრის – მოდესტ მუსორგსკის საფლავი იყო.ნიშანდობლივია ისიც,რომ მუსორგსკის საფლავი დღემდე ასფალტითაა დაფარული და იმ ადგილას,სადაც ხელოვანი განისვენებს,ავტობუსის გაჩერებაა განთავსებული. – (ავტორი გენია.ჯი)