ივანე IV მრისხანე – „ეპიზოდი”
ცნობილია,რომ გაერთიანებული რუსეთის პირველი რუსი მეფე – ივანე IV მრისხანე 1584 წლის 18 მარტს ჭადრაკის თამაშის პროცესში გარდაიცვალა. (ავტორი გენია.ჯი) სასტიკი და დაუნდობელი ბუნების მქონე მონარქის გარდაცვალებისთანავე ხალხში ივანეს სიკვდილის გამომწვევ გარემოებებზე უამრავი ლეგენდა გავრცელდა.იმ ლეგენდათა შორის კი ხალხის განსაკუთრებულ ყურადღებას ერთი ფრიად საყურადღებო ლეგენდა იქცევდა: მეფის კარის ვარსკვლავთმრიცხველმა ივანე მრისხანეს უწინასწარმეტყველა,რომ მონარქი 18 მარტს გარდაიცვლებოდა.თუმცა ვარსკვლავთმრიცხველს გარდაცვალების წელი არ დაუსახელებია.სიკვდილის მოლოდინით თავზარდაცემული,თუმცა-კი ჯერ კიდევ საღ-სალამათი მეფე ყოველი წლის 18 მარტს სიკვდილით დასჯით ემუქრებოდა ვარსკვლავთმრიცხველს არასწორი წინასწარმეტყველებისთვის.ვარსკვლავთმრიცხველი კარგად იცნობდა ივანეს სასტიკ ბუნებას და იმისათვის,რომ მოსალოდნელი საფრთხე თავიდან აეცილებინა, 1584 წლის 18 მარტს საწამლავის გამოყენებით გაუსტუმრებია იგი იმიერში. – (ავტორი გენია.ჯი)