სტივენ ჟირარი – „ეპიზოდი”
ალბათ ყველას გვსმენია აშშ-ის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ისეთი სახელოვანი ადამიანების სახელები,როგორებიც იყვნენ – ჯორჯ ვაშინგტონი,ჯონ ადამსი,ბენჯამინ ფრანკლინი და სხვები,მაგრამ ცოტას თუ გვსმენია XIX საუკუნის აშშ-ის ყველაზე მდიდარი ადამიანის,ფრანგული წარმომავლობის მქონე ამერიკელი ბანკირისა და ფილანთროპის – სტივენ ჟირარის (1750-1831 წლები) სახელი,რომელმაც განუზომელი წვლილი დაიდო აშშ-ის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებაში. (ავტორი გენია.ჯი) ექსპერტთა გათვლებით ამ ქველმოქმედ კაცს ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში სიმდიდრის მიხედვით დღემდე მეოთხე ადგილი უკავია. 1812 წელს ინგლის-ამერიკის ომის მიმდინარეობისას დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი აშშ-ის ეკონომიკა სრული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა.სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში ამოუდგა თავის ქვეყანას მხარში სტივენი,რომელმაც აშშ-ის ფინანსური სისტემა იხსნა კრახისაგან.რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს,ფაქტია,რომ XIX საუკუნის აშშ-ის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა გასაჭირში ჩავარდნილი ამერიკული არმიის დასახმარებლად თავისი უზარმაზარი ფინანსური რესურსის 95 პროცენტი გაიღო,რამაც ამერიკელებს საშუალება მისცა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა განეგრძოთ და გამარჯვებაც მოეპოვებინათ.შესაბამისად,სტივენ ჟირარს ვაშინგტონზე,ადამსზე და ფრანკლინზე არანაკლები წვლილი მიუძღვის ქვეყნის დეკოლონიზაციის საკითხში. დაბოლოს,უშვილძიროდ გადაგებულმა დიდმა ფილანთროპმა,რომელიც განსაკუთრებით ზრუნავდა ობოლ და მიუსაფარ ბავშვებში განათლების გავრცელებაზე,თავისი ქონების უდიდესი ნაწილი საქველმოქმედო ორგანიზაციებს უანდერძა. – (ავტორი გენია.ჯი)