ქსოვის ისტორიიდან…
ზუსტად დადგენილი არ არის,როდის დაიწყო ადამიანმა პირველად ქსოვა,თუმცა-კი ცნობილია,რომ დღემდე აღმოჩენილ ყველაზე ძველ ნაქსოვ ნიმუშს ახ.წ.აღ-ით III-IV საუკუნეებში დამზადებული ბავშვის წინდები წარმოადგენს,რომელიც არქეოლოგებმა ერთ-ერთი კოპტური საფლავის გახსნისას აღმოაჩინეს. (ავტორი გენია.ჯი) მკვლევარები ირწმუნებიან,რომ ქსოვა ევროპაში ძველი ეგვიპტელებისა და ეთიოპელი კოპტების მიერ იქნა გავრცელებული.საინტერესოა ის გარემოება,რომ თავდაპირველად შუა საუკუნეების რიგ ევროპულ ქვეყნებში,განსაკუთრებით კი დიდი ბრიტანეთის კუნძულებზე,ქსოვა მხოლოდ მამაკაცების პრივილეგია გახლდათ.იმ შემთხვევაში,თუ ინგლისსა და შოტლანდიაში საფეიქრო საწარმოს ხელმძღვანელი სამუშაოდ ქალს აიყვანდა და ამ ფაქტს „მქსოველთა გილდია” შეიტყობდა,მანუფაქტურის ხელმძღვანელი სოლიდური თანხით ჯარიმდებოდა.სხვათაშორის,შუა საუკუნეებში მოქმედ საფეიქრო საწარმოებს იმ პერიოდში საკმაოდ დიდი შემოსავლები გააჩნდათ ისეთი ცივი და არამდგრადი კლიმატის მქონე რეგიონებში,როგორიც დიდი ბრიტანეთი იყო.განსხვავებით თბილი და ზომიერი კლიმატის მქონე ესპანეთისა და იტალიისაგან.შემდგომში ქსოვა სამეფო დინასტიის წარმომადგენელთა და დიდებულთა პრივილიგირებულ საქმიანობად იქცა.პირველი საქსოვი დანადგარი XVI საუკუნის ბოლოს შექმნა ინგლისელმა სასულიერო პირმა და გამომგონებელმა – უილიამ ლიმ (1563-1614 წლები),თუმცა მისი ინოვაციური პროდუქტი ინგლისისა და ირლანდიის დედოფალმა – ელისაბედ I-მა სათანადოდ არ შეაფასა.ამის მიზეზი გახლდათ ის,რომ უილიამი სამშობლოდან საფრანგეთში გადაიხვეწა და ქალაქ რუანში დააარსა ტრიკოტაჟის მწარმოებელი საწარმო. – (ავტორი გენია.ჯი)